"მილანმა" სატრანსფერო ბაზარზე უკვე შეიძინა თავდამსხმელი და მარცხენა მცველი, თუმცა გუნდი გაჩერებას არ აპირებს და მომავალზე ზრუნავს.Sky-ს ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "როსონერი" ახლოსაა "აიაქსის" 18 წლის ჰოლანდიელი ცენტრალური ნახევარმცველის შეძენასთან, რომელიც ასევე მაროკოს პასპორტსაც ფლობს. უასიმ ბუი(Ouasim Bouy) 1993 წლის 11 ივნისს დაიბადა, მისი სიმაღლე 1.85 მეტრია. ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელს ამსტერდამულ კლუბთან კონტრაქტი 2012 წლის 30 ივნისს უმთავრდება.
წყარო: Milannews.it









