"ჩემს თავს იღბლიან მწვრთნელად ვთვლი, რადგან მე "მილანის" მწვრთნელი ვარ. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში "მილანმა" 20 ფეხბურთელი იყიდა, ყველა კარგი ფეხბურთელი. მაქსი ლოპესი ფიზიკურად და ტექნიკურად კარგი ფეხბურთელია, შეუძლია თავდასხმაში წყვილში ან მარტო იმოქმედოს, ის "მილანში" კარგად ითამაშებს.""ჩვენ კარგად ვითამაშეთ ხუთშაბათს, განსაკუთრებით ტექნიკურად, მატჩის დასაწყისში იყო რამდენიმე შეცდომა დაცვაში, რამაც "ლაციოს" საშუალება მისცა თითქმის არაფრისგან გოლი გაეტანა. ჩვენ უნდა შევეცადოთ კარგად დავასრულოთ იანვარი, ხვალ "კალიარის" წინააღმდეგ დიდებული თამაში გველის. ჩვენ გვჭირდება სამი ქულა, რათა საუკეთესოდ შევხვდეთ თებერვლის დასაწყისს."
"კალიარიმ" შეიძინა დესენა, ტრავმის შემდეგ დაბრუნდა კონტი, მათ შეიძინეს პინილია და დაიბრუნეს ასტორი, ამიტომ სახლში კარგად უნდა ვითამაშოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ. აბიატი დაბრუნდება, მესბა უნდა შევაფასო, ის ჯერ არაა კარგ ფორმაში, თუმცა ჩვენ გვყავს ძამბროტა და ანტონინი, არ გვაქვს პრობლემები. მე უნდა შევაფასო მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ ვითამაშებთ ორი თავდამსხმელით და ერთი გამთამაშებლით, უნდა შევაფასო ამბროზინის კონდინციები, მას სიცხე ჰქონდა, უნდა გადავწყვიტო ითამაშებს თუ არა."
"გამიმართლა, რომ ამ დროს ელ შაარავი მყავს, იგი ძალიან გაიზარდა ტექნიკურად და ფიზიკურად, ის კიდევ გააუმჯობესებს ამას, მას სულ თამაში უნდა, მხოლოდ ამაზე ფიქრობს, მაგრამ არ შეიძლება ახალგაზრდისთვის ბევრი პასუხისმგებლობის დაკისრება, თქვენ უნდა აკონტროლოთ ეს. ის მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ექვს თვეში და ეს სასიამოვნოა, ბედნიერი ვარ. შესაძლოა ის ისევ ძირითადში იყოს, მაგრამ ასევე შესაძლოა ხვალ თავდასხმაში იბრაჰიმოვიჩმა და რობინიომ ითამაშონ."
"თებერვალი არის თვე, რომელშიც ბევრი მნიშვნელოვანი თამაში უნდა ვითამაშოთ. ეს ძალიან დატვირთული თვეა, დაგვჭირდება, რომ ტრავმებში ცოტა გაგვიმართლოს და მათ იკლონ, არ უნდა დავკარგოთ კონცენტრაცია, მაგრამ ეს ბუნებრივია, კარგი ფიზიკური მდგომარეობა."
"სატრანსფერო ბაზრის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე დღე დარჩა. მაქსი ლოპესის მოსვლა ძალიან კარგია. ტევესის გამო ვწუხვარ, რადგან ის ჩემპიონია. მას ძალიან სურდა "მილანში" მოსვლა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა."
"შედეგები ბოლოს დაითვლება, თუმცა "იუვენტუსი" ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს აჩვენებს, 19 მატჩიდან მათ ერთიც კი არ წაუგიათ, ეს დიდებული შედეგია, "უდინეზესთან", რომელიც სამი ქულით ჩამორჩება პირველ ადგილოსანს და ჩვენთან ერთად ისინი სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტები არიან."
"ბოატენგი რეაბილიტაციას გადის, ის ყოველდღე ფასდება, თუმცა გამოჯანმრთელების გზას ადგას. აკვილანის გამოჯანმრთელება ძალიან კარგად მიმდინარეობს, ალბათ ის ძალიან მალე შეძლებს თამაშს. ერთ კვირიანი დასვენების შემდეგ, დღეს ან ხვალ პატო დაიწყებს რეაბილიტაციას. მომავალ კვირაში ფლამინი დაიწყებს გუნდთან ერთად ვარჯიშს. მერკელისთვის ეს ძალიან ცუდია, ის ჩვენ ერთი თვით დავკარგეთ და ამ დროის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება. კასანოს გამოჯანმრთელება კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს, გატუზო დღეს "მილანელოზე" დაბრუნდება. იეპესის კოჭის აღდგენა ძალიან კარგად მიმდინარეობს, ალბათ თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში იგი ვარჯიშს დაიწყებს."
"ჩვენ გუნდში 30 ფეხბურთელი გვყავს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ არავინ მოვა, საქმე კარგად იქნება. ხელმძღვანელებმა იციან, როგორ გააძლიერონ გუნდი. ბევრი ტრავმირებული გვყავს და ეს მე არ მომწონს. ხვალინდელ მატჩს ველით, რადგან ემანუელსონმა კარგად ითამაშა ყველა პოზიციაზე და როლზე, ამბროზინიმ კი კარგად ითამაშა და იბრძოლა "ნოვარასთან."
"მე ჯერ არ მინახავს მაქსი ლოპესი, არ ვიცი ივარჯიშებს თუ არა ის დღეს ჩვენთან ერთად. ის დღეს გვეწვევა."
"ამ ტურის წინ თავს კარგად ვგრძნობთ, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად, რადგან ჩვენ ჩავატარეთ კარგი მატჩები და ვაჩვენეთ კარგი შედეგი. მხოლოდ დერბის წაგება არაფერს წყვეტს, ეს მხოლოდ ერთი მატჩია, რომელშიც არ დაგვიმსახურებია წაგება, ამის შემდეგ ჩვენ კვლავ დავიწყეთ გამარჯვებები "ნოვარასთან" იტალიის თასზე მოგებით, იმედი გვაქვს ხვალ იანვარს საუკეთესო ნოტაზე დავასრულებთ. რაც შეეხება თებერვალს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვე იქნება. ჩვენ ჯერ კიდევ ვიზრდებით და ვაუმჯობესებთ თამაშს."
წყარო: AcMilan.Com









