"მილანის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მარკო ბასილემ MilanNews.It-ის რედაქციაში წერილი გააგზავნა პიპო ინძაგის თაობაზე:''ალეგრი პიპო ინძაგის ასე არ უნდა ექცეოდეს! ჩვენ მას მადლობა უნდა გადავუხადოთ! ჩვენ ვამბობთ, რომ თავდამსხმელის პრობლემა გვაქვს! ჩვენ გუნდში გვყავს ჩემპიონი, რომელსაც თამაში ისევე სურს, როგორც ახალგაზრდა მოთამაშეებს და როგორ ვუხდით ჩვენ მას მადლობას? იმით, რომ მას მომზადების საშუალებასაც კი არ ვაძლევთ და მოედანზე არ გამოგვყავს! რამდენჯერ დაგვეხმარა იგი გამარჯვების მოპოვებაში? რამდენი გადამწყვეტი გოლი გაუტანია მას? რამდენი სიხარული მოუნიჭებია ჩვენთვის? მიეცით ''მილანის'' გულშემატკივრებს საკუთარი ლეგენდების პატივისცემის საშუალება. გმირებისა, რომლებმაც ძალიან ბევრ დიდ გამარჯვებებს მიაღწიეს!"
წერილის ავტორი: მარკო ბასილე
წყარო: milannews.it









