00:01 - რესტორან Giannino-ში მიმდინარეობს შეხვედრა ადრიანო გალიანის, მაქსი ლოპესის აგენტ ანდრეა დ'ამიკოს და ტევესთან მოლაპარაკებებში შუამავალ ჯუზეპე რისოს შორის. 00:05 - რესტორან Giannino-ში შესვლამდე ადრიანო გალიანიმ შემდეგი განაცხადა: "თუ მაქსი ლოპესი მოვა? ვინ იცის. მე კვლავ ვიმეორებ, ის მოვა მაშინ, თუ არ მოვა ტევესი, ისინი ალტერნატიული გადაწყვეტილებებია. საბოლოო გადაწყვეტილებას პარასკევს მივიღებთ."
Guerin Sportivo-ს დირექტორმა მატეო მარანმა Premium Calciomercato-ს ეთერში მაქსი ლოპესზე ისაუბრა: "ჩემს მეხსიერებას არ ახსოვს ფეხბურთელი, რომელიც მოვლენების განვითარებას სასტუმროში ელოდებოდა, ასე მაქსი ლოპესი აკეთებს. მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში "მილანი" მიიღებს ტევესსაც და მაქსი ლოპესსაც. ახლა კი ბურთი "სიტისია", რომელიც რთულ სიტუაციაშია. "სიტიმ" უნდა გადაწყვიტოს, თუ რას გააკეთებს. სავარაუდოდ ინგლისელები დაფიქრდებიან იმ წინადადების მიღებაზე, რომელსაც "მილანი" სთავაზობს."
მაქსი ლოპესის "მილანთან" სადილი ნიშნავს, რომ ის მზად არის ახლავე მოირგოს "როსონერის" მაისური. გალიანი მაინც ამჯობინებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება პარასკევამდე გადადოს. თუმცა ტევესის საქმის სირთულისა და "სიტისთან" დაძაბული ურთიერთობის გამო როგორც ჩანს არჩევანი უკვე გაკეთებულია. გალიანიმ გამორიცხა, რომ შეუძლებელია ტევესის და მაქსი ლოპესის ერთდროულად შეძენა. (gianlucadimarzio.com)
00:30 - "ჩვენთვის მაქსი ლოპესი უკვე "მილანშია", ეს სიტყვები "კატანიას" პრეზიდენტმა ანტონინო პულვერინტიმ ტელეფონით განუცხადა Tuttomercatoweb.com-ს და დაადასტურა მაქსი ლოპესის მოსალოდნელი ტრანსფერი "მილანში". მილანში დღეს საღამოს გამართულ სადილზე კი უნდა მოხდეს ამ გრძელი მოლაპარაკებების სანქცირება.
00:39 - სადილი ადრიანო გალიანის, მაქსი ლოპესს და მის აგენტებს შორის ისევ მიმდინარეობს. ურთიერთობა ძალიან მეგობრულია, თუმცა მაინც იგრძნობა, რომ მაქსი ლოპესის "მილანში" გადასვლა დღეს არ გამოცხადდება.
00:52 - შეხვედირს ადგილზე მყოფი ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, რომ მიუხედავად გალიანის განცხადებისა, "მილანი" პოზიტიურად ცდილობს ორივე მოლაპარაკების დასრულებას, ამიტომ საკმაოდ დიდი შანსია "როსონერიმ" შეიძინოს ტევესიც და მაქსი ლოპესიც, განახორციელოს ორმაგი დარტყმა, რაც რამდენიმე საათის წინ წარმოუდგენელი იყო.
01:45 - როგორც Sky Sport 24-ში თავის რეპორტაჟში ჯანლუკა დი მარციო აცხადებს, "სიტი" შესაძლოა დათმობაზე წავიდეს ტევესის საქმეზე. ინგლისური გუნდი მზად არის გაუშვას იგი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით: ამ შემთხვევაში "სიტი" ახლავე ითხოვს 8 მილიონ ევროს.
02:20 - "მე ვნახე თამაშები და მორჩა. პარასკევს ავირჩევთ ან მას ან ტევესს. მაქსი ძალიან კარგი და სასიამოვნოა, მაგრამ ვნახოთ... ის დარჩება "კატანიაში", ან წამოვა ჩვენთან", - განაცხადა "მილანის" აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიანო გალიანი ვახშმის დასასრულს.
02:55 - "ეს იყო ლამაზი სადილი", - ეს სიტყვები მაქსი ლოპესმა რესტორან Giannino-დან გამოსვლისას განაცხადა. არგენტინელი თავდამსხმელი გაღიმებული იყო და მას ასევე ჰქონდა ცნობილი "მილანური" კლუბის რამდენიმე ფოტო.
03:09 - პარასკევი გადამყვეტი დღე იქნება "მილანის" სატრანსფერო ბაზარზე. MilanNews.it-ის მიერ შეგროვებული ინფორმაციით, ხვალ გადაწყდება ის გუნდი, სადაცა საბოლოოდ ითამაშებს კარლოს ტევესი. "სიტის" ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების შემდეგ ადრიანო გალიანი გადაწყვეტს, გაემგზავროს თუ არა ლონდონში მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩაიშლება ტევესის ყიდვის ოპერაცია, მაქსი ლოპესი დაუყოვნებლივ ოფიციალურად გაფორმდება "მილანის" ფეხბურთელად.
წყარო: MilanNews.It









