"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრი "ლაციოსთან" მატჩამდე პრეს-კონფერენცია გამართა."ხვალ მე ზოგიერთი ფეხბურთელი დამაკლდება: ითამაშებს ზეედორფი, რომელიც ტრავმის შემდეგ შესანიშნავ კონდინციებშია და ის პირველივე წუთიდან ითამაშებს. შესაძლებელია მესბამ პირველივე წუთიდან ითამაშოს. ბონერა ითამაშებს დაცვის ცენტრში, ალბათ ითამაშებს იბრაც, თუმცა არა პირველივე წუთიდან. არ არსებობს მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო თამაშები, ყველა თამაში მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანი. იტალიის თასის, ჩემპიონთა ლიგის და იტალიის ჩემპიონატის თამაშებში არ გვაქვს შეცდომების დაშვების უფლება, რადგან შემდეგ მათი გამოსწორების შანსი აღარ გვექნება. ორი წლის შემდეგ "იუვენტუსი" დაბრუნდა, იგი იბრძოდა, ეს გუნდი დიდებულად თამაშობს ჩემპიონატში, დიდი ენთუზიაზმი და ახალი მოედანი კი მათთვის ნამდვილად უპირატესობაა."
"ლაციო" კონკურენტუნარიანი გუნდია, ისინი კარგ შედეგებს აჩვენებენ, კვირას კი უსამართლოდ დამარცხდნენ, ადვილი თამაში არ იქნება, თუნდაც საუკეთესო შემადგენლობით."
"მე ვხედავ, რომ "მილანი" უფრო და უფრო იზრდება, უმატებს თამაშს: სამწუხაროდ ჩვენ დავკარგეთ ქულები დერბიში, მაგრამ ჩვენ დავამარცხეთ "ნოვარა", რომელთანაც ტექნიკურად კარგად ვითამაშეთ. ზეედორფი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რადგან ის ნამდვილი ჩემპიონია, მან კარგად ჩაატარა სეზონის საწყისი ეტაპი, თუმცა შემდეგ მუხლის დაზიანების გამო რამდენიმე თამაში და ვარჯიში გამოტოვა, ახლა ის ძალიან კარგადაა, აქვს დიდი ნდობა და დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის მეორე ნახევარში აუცილებლად მოგვიტანს სარგებელს."
"ჩვენ იტალიის თასის მეოთხედფინალს ვთამაშობთ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მოვალეობაა გადავლახოთ ეს ეტაპი, რადგან იტალიის თასი სეზონის ერთ-ერთი მიზანია."
"სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა და სხვადასხვა ინფორმაციები ნორმალურია, რადგან ამ დროს ყოველთვის მიმდინარეობს საპნის ოპერები, ეს არ არის ტევესი, მაგრამ მე მშვიდად ვარ, რადგან ისინი ორიენტირებულები არიან იმაზე, რასაც ვაკეთებთ, მე უნდა მივიღო ჩემი ფეხბურთელები და ქულები. ხელმძღვანელებმა კარგად იციან რა უნდა გააკეთონ, ნათელია, რომ ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში მე ბევრი კარგი ფეხბურთელის გაწვრთნა და გამოყენება შევძელი. თუ ტევესი ან მაქსი ლოპესი მოვა, ჩავთვლი, რომ გამიმართლა, რადგან ამით გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება."
"რამდენიმე კვირაში ფლამინი გუნდთან ერთად იქნება, აკვილანი გამოჯანმრთელების გზას ადგას და მე ბედნიერი ვარ გუნდში მყოფი ნახევარმცველების გამო."
"ხვალ ჩვენ დიდი სტიმული გვექნება, რადგან ვართ მეოთხედფინალში და გვინდა ნახევარფინალში გასვლა. ხვალ "ნოვარასგან" მატჩისგან განსხვავებული თამაში იქნება, რადგან "ლაციო" კარგი, საკმაოდ ძლიერი გუნდია, ჩვენ კი მათი დამარცხება და შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა."
"მაქსი ლოპესი არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და შევაფასეთ, დაველოდოთ რა მოხდება ამ კვირაში, ეს ფეხბურთელი მნიშვნელოვანია, რადგან თუ იგი არ მოვა, ჩვენ ამას გავითვალისწინებთ და მას მხედველობაში არ მივიღებთ."
"ექსპერიმენტები არ გავაკეთე იმიტომ, რომ მე არ ვაკეთებ ექსპერიმენტებს. ემანუელსონმა ნაკლები წარმატებით ითამაშა გამთამაშებლის პოზიციაზე, ამით მან ხაზი გაუსვა თავის პოზიციას და როლს."
"ელ შაარავი სრულიად განსხვავებული ფეხბურთელი გახდა, ვიდრე ორი თვის წინ იყო, მისი ზრდა-განვითარება მნიშვნელოვანი და მოულოდნელია, ადვილად ვერ ნახავთ ფეხბურთელის ასე სწრაფად გაზრდას, ეს მნიშვნელოვანია "მილანისთვის", მაგრამ ის უნდა იყოს მშვიდად, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და არ შეიძლება მასზე დიდი პასუხისმგებლობის დაკისრება."
"ხვალ ნახევარდაცვაში ითამაშებს მერკელი, გამთამაშებელი იქნება რობინიო ან ზეედორფი, რომელიც გასულ წელს საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა. "ნოვარასთან" მატჩის პირველ ტაიმში გვქონდა გოლის გატანის შანსები, მართალია ვერ გავიტანეთ, თუმცა გუნდის თამაში დადებითი იყო."
"ნახევარფინალში გასვლა მნიშნელოვანია ჩვენთვის."
"ლაციო" კარგ სათამაშო ფორმაშია, ისინი ითამაშებენ ოპტიმალური შემადგენლობით, ამიტომ ჩვენ ყველა ღონე უნდა გამოვიყენოთ, რომ მათი ბარიერი დავძლიოთ."
"აკვილანიმ ერთი შემოწმება დღეს დილით გაიარა, კასანოს მდგომარეობა უნდა შეფასდეს, თუ როდის შეძლებს ის დაბრუნებას. პატო ახლა ვერ თამაშობს, იგი შაბათს ეწვევა "მილანელოს", თუმცა მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეში შეფასდება."
"იბრაჰიმოვიჩი საუკეთესოდ გრძნობს თავს, იგი კარგადაა ფიზიკურადაც, მაგრამ ის არ არის რობოტი და სჭირდება დასვენება, მას შეუძლია ხვალ თამაში, თუმცა არ ითამაშებს პირველი წუთიდან."
წყარო: AcMilan.Com









