- მიუხედავად ბოლო დროს ტევესის თაობაზე გავრცელებული დადებითი ინფორმაციისა, როგორც ჩანს მაქსი ლოპესი მაინც აიხდენს ოცნებას და "როსონერიში" გადავა. ინფორმაციის თანახმად, არგენტინელი ჯერ კიდევ მილანის ერთ-ერთ სასტუმროში რჩება. ამავდროულად, ფეხბურთელის აგენტი ანდრეა დ'ამიკო წავიდა ვია ტურატიზე გალიანისთან და ბრაიდასთან შესახვედრად. ეს "როსონერის" სტრატეგიაა ხელი შეუწყოს ტევესის ადვილად ყიდვას, ამის გამო მაქსი ლოპესი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის "მილანის" ფეხბურთელი.- ცნობილი გახდა შეთანხმება და ციფრები, რომელსაც "მილანის" და "კატანიას" წარმომადგენლებმა გუშინ ვია ტურატიზე მოაწერეს ხელი. როგორც Sky Sport 24 იტყობინება, არგენტინელმა მაქსი ლოპესმა "მილანთან" სამწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. "კატანია" 500 000 ევროს მიიღებს იჯარის თანხად, ხოლო 8 მილიონნახევარს გამოსყიდვის შემთხვევაში.
წყარო: MilanNews.It









