- მხოლოდ ოფიციალური დამოწმება დარჩა და მაქსი ლოპესი "მილანის" შავ-წითელ მაისურს მოირგებს. ამაზე "კატანიას" დირექტორი პიეტრო ლო მონაკო Sky Sport 24-ს გაესაუბრა: "მაქსი პრაქტიკულად "მილანის" ფეხბურთელია, უნდა დაველოდოთ მომდევნო რამდენიმე საათს ან მომდევნო რამდენიმე დღეს, "მილანმა" უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გარკვეულ სიტუაციაში. "ფულემთან" მოლაპარაკებები დახურულია, რადგან ფეხბურთელს "მილანში" სურდა."- არგენტინელი თავდამსხმელის აგენტმა ანდრეა დ'ამიკომ კი შემდეგი განაცხადა: "100%-ით "მილანში". ვიმედოვნებ ეს ოპერაცია წარმატებით დასრულდება."
- სადილის შემდეგ MilanNews.it ტელეფონით დაუკავშირდა პიეტრო ლო მონაკოს: "არსებობს მაქსიმალური შეთანხმება "მილანთან", მაგრამ არაფერია ოფიციალური. მოვიცდით კიდევ 3-4 დღე, რადგან ვნახოთ, რა მოხდება ამ დღეების განმავლობაში." ახლა უკვე ნათელია, რომ ტევესის ვერ შეძენის შემთხვევაში მაქსი ლოპესი შეუერთდება გუნდს, თუმცა ტევესის საქმე ჯერ არ დასრულებულა (ჯუზეპე რისო ისევ ლონდონშია). მაქსი ლოპესს მიღწეული აქვს შეთანხმება "ფულემთან", თუმცა ის "როსონერის" გადაწყვეტილებას ალოდება.
- Lega Calcio-ში მისვლის შემდეგ ადრიანო გალიანიმ Gazzetta.it-თან საუბარში შემდეგი განაცხადა: "კატანიასა" და "მილანს" შორის შეთანხმება მიღწეულია. ძალიან დიდად სავარაუდოა, რომ ჩვენ შევიძენთ მაქსის, რადგან მოგვწონს და გვაინტერსებს ის. თუ არ მოვა ტევესი, მოვა ის. არ მოვა ორივე ერთად: მოვა ერთი ან მეორე. თუმცა კიდევ რამდენიმე დღე მოვიცდით. ტევესის შეძენის ვადა 31 იანვარია? ნათელია."
- პიეტრო ლო მონაკოც Lega Calcio-ში იმყოფება, მან Gazzetta.it-ს განუცხადა: "მილანმა" რაღაც უნდა მოაგვაროს, თუმცა დიდი ხანია შეთანხმება არსებობს. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მაქსი "მილანის" შემდეგ მატჩში ითამაშებს."
- Sky Sport 24-ის ინფორმაციით, მაქსი ლოპესმა, რომელიც უკვე მილანშია, უნდა გაიაროს მცირე სამედიცინო შემოწმება.
- ანდრეა დ'ამიკო, მაქსი ლოპესის აგენტი Sky Sport 24-ს გაესაუბრა: "ფეხბურთელი ძალიან გახარებულია, ახლა უნდა დაველოდოთ "მილანის" მოქმედებას ტევესზე, მაგრამ შეთანხმება მიღწეულია. ტევესი გამორიცხავს მაქსის შეძენას ან პირიქით? გალიანის პასუხი სრულყოფილი იყო, თუმცა ნათელია, რომ პატოს ტრავმა აქვს და ტევესი ვერ შეძლებს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს, მაქსის კი შეუძლია ეს, თუმცა მე მიკერძოებული ვარ... დაველოდებით თუ არა "მილანს" ბოლომდე? დიახ, ჩვენ პროექტი გვაქვს მათთან ერთად... თუ არა "მილანი", კვლავ დავუკავშირდებით "ფულემს"? არა, მხოლოდ "მილანი."
- ახალი ინფორმაციის მიხედვით, მაქსი ლოპესი მილანში იმყოფება, კია ჯურაბჩიანი კი ჩავიდა ლონდონში ჯუზეპე რისოსთან და ისინი ელოდებიან გალიანის ახალ სტრატეგიას კარლოს ტევესის შესაძენად. ტევესის შეძენა კვლავ აქტუალურია.
- Tuttomercatoweb.com-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს შეხვედრა მაქსი ლოპესის აგენტ ანდრეა დ'ამიკოსა და "მილანის" წარმომადგენლებს შორის. სავარაუდოდ საღამო ძალიან კარგად დასრულდება.
- ალბათ მაქსი ლოპესის "მილანში" ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ შედგება. თავდამსხმელი თავის პოზიციაზე რჩება, ამ დღეებში კი გალიანი თავიდან შეეცდება კარლოს ტევესის შეძენას.
- მილანში ყოფნისას მაქსი ლოპესი Telelombardia - QSVS-ს გაესაუბრა: "რა გავაკეთეთ? ჩვენ ცოტაც უნდა მოვიცადოთ. თუ მე ვისაუბრებ? არა, ალბათ ეს მოხდება ხვალ ან ზეგ."
- Lega Calcio-ს ოფისიდან გამოსვლისას ადრიანო გალიანიმ Sky Sport 24-ს შემდეგი განუცხადა: "შესაძლებელია თუ არა ორივეს შეძენა? პრინციპში ეს შეუძლებელია... ტევესს მხოლოდ "მილანში" სურს? მე ეს მომწონს, იგი ჩვენც გვინდა, ახლა კი გადაწყვეტილება "სიტიმ" უნდა მიიღოს. პატო ივნისში წავა? მას გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს. ჩემპიონატი? პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ, ვიმედოვნებთ, რომ ნაკლები ტრავმები იქნება. მოვა თუ არა ნახევარმცველი? არა."
- იტალიის ჩემპიონატის დაჯილდოვება Gran Galà-ზე მაქსი ლოპესის აგენტმა ანდრეა დ'ამიკომ ფეხბურთელზე Sky Sport 24-თან ისაუბრა: "მილანთან" ყველაფერი კარგადაა, ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ და მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ უნდა დაველოდოთ ტევესზე მოვლენების ოფიციალურ განვითარებას. ეს ორი ოპერაცია ერთმანეთს უკავშირდება? გალიანიმ დაიბევა ისეთი კარგი ფეხბურთელი, როგორიც მაქსი ლოპესია, რათა "სიტისთან" მოლაპარაკებების დროს მას ჰყავდეს ალტერნატივა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტევესი "მილანს" შეუერთდება, მაქსი გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იქნება, რადგან პატოს ტრავმა აქვს, ტევესს კი არ შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე თამაში."
- ჯანლუკა დი მარციომ Sky Sport 24-თან გაანალიზა ტევესი-მაქსი ლოპესის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია. ორივე თავდამსხმელის ერთდროულად შეძენა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პატო "პსჟ"-ში წავა. თუ ბრაზილიელი გაიყიდება, მაშინ "მილანი" შეიძენს არგენტინულ წყვილს. სავარაუდოდ გალიანი ლონდონში ხვალ გაემგზავრება, თუმცა თუ დი მარციოს დავუჯერებთ, ეს არ მოხდება. ინგლისში კი უკვე იმყოფება ტევესის აგენტი კია ჯურაბჩიანი და მოლაპარაკებებს აწარმოებს "სიტისთან": როგორც ჩანს, "მილანის" შეთავაზება იქნება იჯარა ზაფხულში გამოსყიდვის ვალდებულებით.
წყარო: MilanNews.It









