ადრიანო გალიანი:"ამ თამაშის გარდა მე და ალეგრის გვინდოდა, რომ მოგვეგროვებინა 40, 42 ქულა, ან უფრო მეტი. მე ვუთხარი ბიჭებს, რომ თუ მოვაგროვებდით 42 ქულას, ისე როგორც გასულ წელს, შესაძლოა სახლში რაღაცით დავბრუნებულიყავით. "იუვენტუსი" ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ ჩვენც ძალიან კარგად ვთამაშობთ და ჩვენს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. ჩვენ დავუბრუნდით მოგებებს. მე ვნახე, რომ ემანუელსონმა კარგად ითამაშა მარცხენა მცველად, ჩვენ მისი ეს შესაძლებლობა ვიცოდით, რადგან იგი "აიაქსში" სწორედ ამ როლს ირგებდა. მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს შეუძლიათ უამრავი როლის მორგება, მხოლოდ იტალიაშია ეს რთული, ურბი კი ძალიან მონდომებულია. ჩვენ არ შევმცდარვართ, როდესაც გასული წლის იანვარში ემანუელსონი-ვან ბომელი-კასანოს ტრიო შევიძინეთ, გასულ წელს მათგან ყველამ კარგად ითამაშა, წელს კი ასე ორნი თამაშობენ. ორნი თუ სამნი ითამაშებენ კარგად? ვნახავთ ვნახავთ. თამაშის მოგება ყოველთვის სამი ქულაა და ყველა მათგანი მნიშვნელოვანია, მოგებით ყველა სამ ქულას იმატებს ცხრილში, ძალიან გახარებული ვარ, რადგან გვაქვს იმდენივე ქულა, რამდენიც შარშან ამ დროს. მადლობა უნდა გადავუხადოთ პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის, რადგან მიუხედავად ბევრი ტრავმებისა, ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით პირველი ადგილისთვის."
მასიმილიანო ალეგრი:
"ბიჭებმა კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით ტექნიკურად, შევქმენით ბევრი საგოლე მომენტი. ჩვენ უბრალოდ უნდა მოგვეძებნა გოლის გატანის გზა და გაგვეტანა, რადგან პირველ ტაიმში უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით. მე ვფიქრობ, რომ ემანუელსონმა კარგად ითამაშა მარცხენა მცველის პოზიციაზე და ელ შაარავიმ გაიმეორა ის, რაც ბოლო თამაშებში გააკეთა. ხუთშაბათის გამოწვევას მივიღებთ, იტალიის თასი სეზონის ერთ-ერთი მიზანია, ამიტომ "ლაციოს" წინააღმდეგ კარგად უნდა ვითამაშოთ. ამ ერთწლინახევრის განმავლობაში ხელმძღვანელები კარგად მუშაობენ სატრანსფერო ბაზარზე და სათადარიგოთა სკამზე მე ყოველთვის მყავს კარგი ფეხბურთელები."
ზლატან იბრაჰიმოვიჩი:
"მე ძალიან გახარებული ვიყავი მესამე გოლის შემდეგ, რადგან გუნდს მშვიდად ყოფნის საშუალება მიეცა და ჩვენი თამაშიც უფრო მშვიდი გახდა. პირველ ნახევარში გვქონდა უამრავი საგოლე მომენტი, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ჩვენ ვიმსახურებდით გატანას და მეორე ნახევარში სამი გოლი გავიტანეთ. ელ შაარავი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს და მეტი ისწავლოს, თუმცა ის კარგად ვარჯიშობს, ყოველთვის დიდი ინტენსივობით მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ ის წარმატებას მიაღწევს. ჩემი აზრით ემანუელსონმა უნდა ითამაშოს მარცხენა მცველად, მაგრამ არჩევანს მწვრთნელი აკეთებს, მაგრამ ურბი ამ პოზიციაზე "აიაქსში" თამაშობდა. წელს თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ვგრძნობ, რომ გუნდის ლიდერი ვარ და ეს სიტუაცია ძალიან მომწონს, სწორედ ეს პასუხისმგებლობა მიბიძგებს და მაიძულებს ყველა თამაშში მაქსიმალურად დავიხარჯო."
სტეფან ელ შაარავი:
"მე მოედანზე მეორე ნახევარში შევედი და ვცდილობდი კარგად მეთამაშა, მეთამაშა ჩემი თამაში, მე რამდენიმე შეცდომა დავუშვი, შემეძლო გოლის გატანა, მაგრამ მთავარია სახლში სამი ქულით ვბრუნდებით. ძალიან ლამაზი იყო ჩემი გადაცემის შემდეგ რობინიოს გატანილი გოლი, თუმცა რომ არ მისი ვარდა, ალბათ ბურთი კარს ასცდებოდა. ემანუელსონს ძალიან კარგად შეუძლია გრძელი პასების გაკეთება, ისევე როგორც მე გამიკეთა, თუმცა მომენტი ვერ გამოვიყენე. მე ვგრძნობ, რომ სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ ახლა მე ვვარჯიშობ უკეთესად და უფრო და უფრო მზად ვარ თამაშისთვის."
ურბი ემანუელსონი:
"პირველ ტაიმში ჩემს პოზიციაზე თამაში გამიჭირდა, თუმცა მეორეში კარგად ვითამაშე დაცვაშიც და შეტევაშიც. ელ შაარავიმ ყველა მატჩში კარგად ითამაშა, ამიტომ მწვრთნელს უჭირს არჩევანის გაკეთება, თუ ვინ ათამაშოს. მე შემიძლია თამაში მარცხენა მცველად და ამ პოზიციაზე ვთამაშობდი კიდეც "აიაქსში", მოედანზე თავს კარგად ვგრძნობ, როდესაც ამ პოზიციაზე ვთამაშობ. უფრო ხშირად თამაში მე თვითდაჯერებულობას მმატებს. მინდა ვითამაშო რაც შეიძლება მეტი."
მასიმილიანო ალეგრი (პრეს-კონფერეცია):
"ჩვენ თავიდანვე შევეცადეთ დაწინაურებას, გვქონდა ორი შანსი, თუმცა ვერ გამოვიყენეთ, ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ბიჭებმა უკვე დაივიწყეს დერბიში მარცხი. გუშინდელ ვარჯიშზე ძალიან კარგი განწყობა იყო, ჩვენ უბრალოდ უნდა გაგვევლო ადაპტაცია მოედნის ახალ საფარზე.
"იუვენტუსს" არ წაუგია 19 მატჩიდან არცერთი, მათ ჩვენზე ერთი ქულით მეტი აქვთ, ისინი ფავორიტები არიან სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩვენთან ერთად, ჩვენს შემდეგ კი მოდიან "უდინეზე" და "ინტერი".
იბრა ჩემპიონია, საბედნიეროდ ის ჩვენთანაა, გუნდი ყოველთვის ცდილობს გააუმჯობესოს თამაშის ხარისხი და იბრაც მუდამ ცდილობს ამას.
ახლა არ ვფიქრობ ტევესზე, რადგან ოთხ დღეში იტალიის თასზე გველის მატჩი "ლაციოს" წინააღმდეგ, ხელმძღვანელებმა იციან ვინ მოვა გუნდში და თუ გუნდში ახალი ფეხბურთელი მოვა, მე მოხარული ვიქნები მისი გაწვრთნით, ბედნიერი ვიქნები, თუ მოვა ისეთივე ჩემპიონი, როგორებიც გუნდში მყავს."
წყარო: AcMilan.Com









