ჯუზეპე ფავალი 1972 წლის 8 იანვარს ბრეშას ერთ-ერთ პროვინცია ორზინუოვიში დაიბადა. კარიერა "კრემონეზეში" დაიწყო, მისი პირველი პროფესიონალური დებიუტი სერია B-ში "კრემონეზეს" მაისურით შედგა. სერია A-ში მას თამაშის პატივი პირველად 1989 წლის 27 აგვისტოს "ინტერის" წინააღმდეგ შედგა, ის მატჩი ბეპეს გუნდმა 2-1 დათმო."ლაციო"
მისი ტალანტით "ლაციოს" მესვეურები დაინერესდნენ და 1992 წლის ზაფხულში იგი დედაქალაქურ კლუბს შეუერთდა. ალესანდრო ნესტას "მილანში" წასვლის შემდეგ 2002 წლიდან იგი გუნდის კაპიტანიც კი გახლდათ. "ლაციოსთან" ერთად ფავალიმ 3 კოპა იტალია, 2 იტალიის სუპერთასი, 1 სკუდეტო 1 უეფას თასი და 1 უეფას სუპერ თასიც მოიგო. "ბიანკოჩელესტეში" 12 სეზონის განმავლობაში მან 401 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
"ინტერი"
2004 წლის პირველ ივნისს მან თავისუფალი აგენტის სტატუსით "ინტერს" მიაშურა. მან "ნერიაძურისთან" ერთად ორჯერ მოიგო კოპა იტალია და ასევე სკუდეტოც მოიპოვა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს იტალიის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მის მაგივრად ფაბიო გროსო წაიყვანეს, 2006 წელს კი მას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს და "მილანში" გადავიდა.
"მილანი"
"მილანმა" იგი უფასოდ შეიძინა. მას კი მოუწია ისეთ ფეხბურთელებთან ჭიდილი, როგორებიც არიან კახა კალაძე და პაოლო მალდინი. ფავალიმ პირველი სეზონი სათადარიგო სკამზე გაატარა. 2007 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი იგი შეცვლაზე შემოვიდა, ის მატჩი "მილანმა" 2-1 მოიგო და მე-7 ჩემპიონთა თასი აღმართა. ჯუზეპე ფავალის ზედმეტსახელი ფავალინიო იყო, ეს სახელი "როსონერის" გულშემატკივრება მას შემდეგ შეარქვეს, რაც იტალიელმა ზედიზედ ორ მატჩში "მესინასთან" და "ემპოლისთან" მოაგებინა კლუბს. კარიერის ბოლოს, იგი ცენტრალურ მცველადაც გვევლინებოდა ხოლმე.
2010 წლის პირველ ივლისს 38 წლის ასაკში ფავალიმ კარიერა დაასრულა, "მილანის" გულშემატკივრებმა კი ჯუზეპე ასე გააცილეს:









