ტაიე ტაივოს აგენტმა ფაბიო პარისიმ ექსკლუზიურად MilanNews.it-თან ისაუბრა ფეხბურთელის შესაძლო მომავალზე. ტაივომ, რომელიც ზაფხულში "მილანს" "მარსელიდან" უფასოდ შეუერთდა, მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა "როსონერის" მაისურით, 4 ჩემპიონთა ლიგაზე და 4 იტალიის ჩემპიონატში.ფაბიო, გვითხარით რა სიტუაციაა ტაივოსთან დაკავშირებით? ადასტურებთ, რომ ის მიდის?
"დიახ, არის ასეთი შესაძლებლობა და ახლა ჩვენ გამოსავალს ვეძებთ. შესაძლოა, ყველაფერი დღესვე გაირკვეს, ვნახოთ რა მოხდება. წასვლის აუცილებლობის შემთხვევაში, ტაივო უცხოურ კლუბს აირჩევს."
ასე რომ, ნახვამდის იტალია. თუმცა იყო საუბარი "ჯენოაში" გადასვლაზე...
"ამას კატეგორიულად უარვყოფ. ტაივო არ გადავა "ჯენოაში" იმიტომ, რომ მათ უბრალოდ არ მოუმართავთ ჩვენთვის და არ უთხოვიათ ეს. გარდა ამისა, სატრანსფერო ბაზარზე ხშირად ხდება, როდესაც ერთმანეთს უკავშირებენ იმ გუნდსა და ფეხბურთელს, რომლებიც რეალურად არ უკავშირდებიან ერთმანეთს."
ფეხბურთელმა "მილანი" საუკეთესოობის გამო და გამოცდილების მისაღებად აირჩია. ახლა იგი იმედგაცრუებულია "როსონერიში" მიღებული გამოცდილებით?
"რა თქმა უნდა, ბიჭი ძალიან წუხს იმის გამო, თუ როგორ წაუვიდა საქმე "მილანში". იგი დიდი ენთუზიაზმით მოვიდა, მაგრამ ვერ გამონახა გზა, წარმოეჩინა თავისი შესაძლებლობები. ახლა ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც მისთვის საუკეთესო იქნება. ვიმეორებ, თუ მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება, შესაძლოა, ყველაფერი დღესვე დასრულდეს."
ასე რომ, ტაიე ტაივოს აგენტი ფაბიო პარისი ადასტურებს ნიგერიელი მცველის "მილანიდან" წასვლის შესაძლებლობას.
წყარო: MilanNews.It









