გუნდებს ყველაზე დიდი კმაყოფილება მათსავე სახლში გაზრდილი ფეხბურთელების კარგი თამაშის დროს აქვთ. ამჟამინდელ "მილანს" მხოლოდ ერთი ასეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომლითაც ძალიან კმაყოფილია: ჩვენი მარჯვენა მცველი ინიაციო აბატე.ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "პროექტი აბატე" ბევრად უფრო განვითარდა ეროვნული ნაკრებიდან გამოძახების შემდეგ, რადგან ფეხბურთელმა, იტალიელმა, მიიღო ის, რაც დაიმსახურა. გაუთავებელი შეჯიბრი, გადაწყვეტილებები, სიტუაციის განსაზღვრა, კუთვნილი ადგილის გრძნობა და საბოლოოდ მნიშვნელოვანი თავდაცვითი დამოკიდებულება.
აბატეს ისტორია "მილანში" 2009 წელს გაგრძელდა, მანამდე კი ის 2003 წელს, ახალგაზრდულ სექტორში შეწყდა. ექვსი წლის განმავლობაში იგი განათხოვრებული იყო სხვადასხვა გუნდებში, იყო ბევრი კარგად ჩატარებული მატჩი და კარგი თამაში, თუმცა იგი ყოველთვის მარჯვენა გარემარბის ან ნახევარმცველის როლს ასრულებდა. ამის გამო, "მილანი" არასდროს აქცევდა მას დიდ ყურადღებას, რადგან მისი როლი ათი წლის განმავლობაში იყო შემტევი ფლანგელი ნახევარმცველი, რაც არ სჭირდებოდათ ჩვენს მწვრთნელებს. მარჯვენა მცველად კი ლეგენდარული კაფუ თამაშობდა, ნამდვილი Pendolino (იტალიური ჩქაროსნული მატარებელი, ანვითარებს საათში 450 კმ-ზე მეტს - ავტ.).
აბატეს "მილანში" დაბრუნებისას უკვე იმაზე ფიქრობდნენ, თუ სად, რომელ ახალ გუნდში გაეშვათ იგი და როგორ ჩაეტარებინათ სატრანსფერო ბაზარზე ეს ოპერაცია, მაგრამ მაურო ტასოტის ინტუიციის წყალობით ფეხბურთელი "მილანელოზე" დარჩა. ტასოტის დახმარებით ახალგაზრდა ტალანტი დარჩა "მილანში" და მიიღო სათამაშო ადგილი დაცვის მარჯვენა ფლანგზე, სადაც თამაშობდა ლეგენდარული ლიედჰოლმი. ტასოტის ნამუშევარი ჰქონდა "მილანის" ყველა მწვრთნელთან, რომელთაც დიდება მოუტანეს გუნდს 90-იან წლებში, როდესაც "როსონერი" მსოფლიოზე დომინირებდა, ეს ძირითადად შეტევითა და სხვადასხვა მახასიათებლებით იყო გამოწვეული, თუმცა დიდ როლს თამაშობდნენ ტექნიკა და თავდაცვა. ჩვენი ინიაციოსთვის არავინ იქნებოდა უკეთესი მასწავლებელი, ამიტომ თავდაპირველი სირთულეების, დაცვაში ბანალური შეცდომებისა და ტრიბუნების უკმაყოფილების შემდეგ იგი გახდა ჩვენი თერთმეტეულის წევრი. ტექნიკური პერსონალის მოთმინება გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ამ ფეხბურთელს მოუწია იმ როლის შესრულება, რომელიც აქამდე ცხოვრებაში არასდროს შეესრულებინა და სწორედ ამიტომ იყო განსხვავებაც.
ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს ნამდვილი მარჯვენა მცველი, რომელიც კარგად კითხულობს სიტუაციას დაცვის დროს და სახიფათო სიტუაციების დროს ხიფათს მშვიდად იცილებს თავიდან (ზოგჯერ ძალიან ხშირად, მაგრამ ეს უსაფრთხოების გარანტიაა). მახსოვს თამაში ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" წინააღმდეგ, როდესაც ანგარიში 2-3 იყო აბატემ რამდენჯერმე ბურთი ფეხიდან ააცალა მოწინააღმდეგეს, როდესაც ის სრულიად მზად იყო დასარტყმელად და გასატანად. თუმცა შეტევის თვალსაზრისით მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაუმჯობესებელი, განსაკუთრებით ჩაწოდება, სადაც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ტექნიკა. მისი საუკეთესო იარაღი მეტოქის ტერიტორიაზე სწრაფად შეჭრა და შემდეგ დაბალი, გამჭოლი გადაცემის გაკეთებაა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო იტალიელი მარჯვენა მცველია, ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე ყველასთვის ცნობილი მაჯო, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს შეტევაში, თუმცა სრულიად უუნაროა დაცვით ფაზაში.
როდესაც ჩვენი აბატე გახდება მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტექნიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა ექნება პრეტენზია იტალიის ნაკრების მარჯვენა მცველის კანდიდატურაზე, რომელიც საერთაშორიზო არენაზე მიტოვებული ჩანს დაცვაში თამაშის დროს.
და რატომაც არა, რატომ არ უნდა იყოს ის მნიშვნელოვანი ისეთი გუნდისთვის, როგორიც ეროვნული ნაკრებია. ინიაციო აბატე "მილანის" კაპიტანია, რადგან ის გუნდის შეუცვლელი წევრია, რადგან იგი ჩვენი ახალგაზრდული სექტორის აღზრდილია.
მაგრამ, უპირველეს ყოვლისა ეს ბიჭი ჩვენს გულებშია, ჩვენს გულებში "მილანთან" ერთად...
წყარო: MilanNews.It









