მოკლედ, გადავწყვიტეთ რომ საიტზე ახალი პროექტი დაგვეწყო, შეიძლება ეს არ ეხება ფეხბურთს, მაგრამ გასართობად ნამდვილად არ იქნება ცუდი.Gamezer.com-ზე ვაპირებთ ჩავატაროთ ბილიარდის ტურნირი, სადაც მონაწილეობას 32 მომხმარებელი მიიღებს. ტურნირი ჩატარდება ჩემპიონთა ლიგის პრინციპით, ჯერ იქნება ჯგუფური ეტაპი, შემდეგ კი ფლეი-ოფები. მატჩები ჩატარდება ყოველ შაბათ-კვირას 22 საათზე. მონაწილე, რომელიც არ გამოცხადდება, მას ჩაეთვლება 0-3 წაგება. წესების შესახებ დაწვრილებით კი შემდეგ სტატიაში იქნება მოცემული, როდესაც უკვე კალენდარი და ჯგუფები იქნება გარკვეული.
ახლა კი თქვენ კომენტარების საშუალებით მხოლოდ უნდა დააფიქსიროთ, რომ გინდათ ამ პროექტში მონაწილეობა. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს პირველი 32 მოხალისე.









