Tuttosport-ის ინფორმაციით, შესაძლოა "მილანმა" უკვე შემდეგ კვირაში გაიფორმოს რიკარდო მონტოლივო. თუ "ფიორენტინა" დათანხმდება ეკონომიკურად ოდნავ მცირე შეთავაზებაზე, "როსონერი" და "იები" მიუსხდებიან მოლაპარაკებების მაგიდას და ნახევარმცველის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს შეეცდებიან. "მილანის" ხელმძღვანელები მზად არიან გაიღონ მინიმალური თანხა, 1-2 მილიონი ევრო და ექვსთვიანი ლოდინის შემდეგ შეიძინონ მონტოლივო. რიკარდომ არაერთხელ დაადასტურა, რომ სურს "მილანში" თამაში.
ეს სეზონი "იებისთვის" არც ისე წარმატებულია, ამიტომ ყველა აცხადებს, რომ "ფიორენტინა" ვერ აღუდგება წინ მონტოლივოს სურვილს, ითამაშოს "მილანის" შავ-წითელი მაისურით, ამიტომ ისინი მზად არიან გარიგებისთვის.
წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე თვეში რიკარდო უფასოთ შეუერთდება "მილანს".
წყარო: MilanNews.It









