ჯენარო გატუზო და მეთიუ ფლამინი მძიმე დაზიანებების გამო იძულებულნი იყვნენ, სეზონის ნახევარი გამოეტოვებინათ. რინომ თვალზე მიიღო დაზიანება, ხოლო ფლამინიმ მუხლი Trofeo Berlusconi-ს დროს იღრძო.ბოლო გამოკვლევების თანახმად, გატუზო მოედანს მალე დაუბრუნდება და მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაშიც იქნება. "როსონერისთვის" ეს გასახარი ინფორმაციაა, რადგან სეზონის დასაწყისში გუნდს ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავდა, რაც ასპარეზობაში უშლიდა ხელს. ამავე დროს ფრანგი სარეაბილიტაციო კურსს გადის და საშობაო ფესტივალზე ფლამინი ოპტიმისტურად იყო განწყობილი იმისთვის, რომ მოედანს მალე დაუბრუნდებოდა.
დიდია იმის ალბათობა, რომ თებერვლის ბოლოს მეთიუმ მცირე დატვირთვით ვარჯიში განაახლოს, ხოლო მარტში მოედანზე დაბრუნდეს, მაისში კი "მილანთან" ის კონტრაქტის საქმეს განიხილავს.
წყარო: milannews.it









