
უეფამ შეადგინა ჩემპიონთა ლიგის 2011/2012 წლების სეზონის კალენდარი.
ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის პირველი და მეორე ეტაპის კენჭისყრა 20 ივნისს შედგება, მესამე ეტაპის - 15 ივლისს, ხოლო ფლეი-ოფის 5 აგვისტოს. 26 აგვისტოს გაიმართება ჩემპიონტა ლიგისა და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა.
ჩემპიონთა ლიგის კალენდარი კი შემდეგნაირად გამოიყურება:
- პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: 28 და 29 ივნისი (პირველი მატჩები), 5 და 6 ივლისი (მეორე მატჩები)
- მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: 12 და 13 ივლისი (პირველი მატჩები), 19 და 20 ივლისი (მეორე მატჩები)
- მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი: 25 და 26 ივლისი (პირველი მატჩები), 2 და 3 აგვისტო (მეორე მატჩები)
- საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფი: 16 და 17 აგვისტო (პირველი მატჩები), 23 და 24 აგვისტო (მეორე მატჩები)
- ჯგუფური ეტაპი: პირველი ტური: 13-14 სექტემბერი, მეორე ტური: 27-28 სექტემბერი, მესამე ტური: 18-19 ოქტომბერი, მეოთხე ტური: 1-2 ნოემბერი, მეხუთე ტური: 22-23 ნოემბერი, მეექვსე ტური: 6-7 დეკემბერი.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის კენჭისყრა გაიმართება 16 დეკემბერს.
1/8 ფინალის პირველი მატჩები გაიმართება 2012 წლის 14 და 15 თებერვალს, მეორე მატჩები - 21 და 22 თებერვალს.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების პირევლი მატჩები გაიმართება 27-28 მარტს, მეორე მატჩები - 3-4 აპრილს.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების პირველი მატჩები გაიმართება 17-18 აპრილს, მეორე მატჩები - 24-25 აპრილს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი 19 მაისს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართება.









