Milannews.it-ის რედაქციაში "როსონერის" გულშემატკივრის, სტეფანო და კიეტას წერილი მივიდა:"დავიწყებ იმით, რომ მივესალმები "მილანის" ყველა ფანს, იმ გუნდისას, რომელიც ჩვენ უამრავ სიხარულს გვანიჭებს თავისი გამარჯვებებით. მე არ შემიძლია გავიგო მხოლოდ ერთი რამ: ყოველ წელს ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა გავაახალგაზრდავოთ გუნდი, ხოლო შემდეგ ვიწყებთ საუბარს "სენატორებზე", მათ გამოცდილებაზე და გამარჯვებულის მენტალიტეტზე. მე კი მინდა ავაწყო მომავლის "მილანი", ბრწყინვალენი იყვნენ წარსულში ინძაგი, ზეედორფი, გატუზო და ამბროზინი, მაგრამ დრო გადის და ეს მათზეც მოქმედებს. ჩემი აზრით, უკვე დრო მოვიდა სახლში დავაბრუნოთ დონარუმა, დაცვაში უნდა დარჩნენ ტიაგო სილვა - ნესტა - მექსე - აბატე, უნდა გავუშვათ ბონერა - ანტონინი - იეპესი - ტაივო - ძამბროტა და მოვიყვანოთ ანჯელო ოგბონა და ასევე მარცხენა მცველი(ბეილი იქნებოდა ოცნება, უფრო რეალური - კრიშიტო). ასევე დროა დე შილიოც გადმოვიდეს პირველ გუნდში. ნახევარდაცვაში, ჩემი აზრით, გუნდში აღარ უნდა იყვნენ ამბროზინი, ზეედორფი, გატუზო, ვან ბომელი, ფლამინი და ემანუელსონი. მათ ადგილებზე მოვიყვანდი მონტოლივოს და დავაბრუნებდი მერკელსა და სტრასერს, ასევე გუნდში არიან აკვილანი, ბოატენგი, ნოჩერინო - ვფიქრობ, ძალიან ახალგაზრდა და მაღალი დონის ნახევარდაცვა იქნებოდა. მათ დავამატებდი "აიაქსის" ნიჭიერ ნახევარმცველ, დანიელ კრისტიან ერიკსენს. თავდასხმაში პატო ხელშეუხებელია, ასევე დარჩებიან კასანო და იბრა და წავლენ ინძაგი და რობინიო. უკანასკნელი ორი ფორვარდის წასვლის შემდეგ გაჩენილ სიცარიელეს ტევესი ამოავსებს და ასევე აქაა ელ შაარავიც!
მაშ ასე, რას ფიქრობთ ჩემს "მილანზე"?
აბიატი, აბატე, ტიაგო სილვა, ოგბონა, ბეილი, აკვილანი, ბოატენგი, ნოჩერინო, ერიკსენი, იბრაჰიმოვიჩი, პატო;
დონარუმა, მექსე, დე შილიო, მონტოლივო, მერკელი, კასანო, ტევესი.
ახალგაზრდა თაობის და გამოცდილების კარგი ნაზავია. გმადლობთ ყურადღებისთვის და მუდამ FORZA MILAN!"
წყარო: Milannews.it









