დასრულდა "მენეჯერის" გამოკითხვა, რომელმაც 5 ფინალისტი გამოავლინა. აი ისინიც: Andro, osuji, Giga_22Milan, FORZA-MILAN, Sandro. როგორც ყოველი ახალი ეტაპის დასაწყისში, ახლაც მონაწილეებმა ახალი "მენეჯერები" უნდა დაწერონ. ამჯერად მათ შემდეგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ: გუნდში ახლანდელი "მილანიდან" მინიმუმ 20 ფეხბურთელი უნდა იყოს. მოთამაშეთა მინიმალური რაოდენობა 23-ია, მაქსიმალური კი - 32. შემადგენლობაში უნდა იყოს მინიმუმ 10 იტალიელი, აქედან 4 ძირითადში. გუნდში 8 არაევროკავშირელ მოთამაშეზე მეტის ყოლა აკრძალულია! ტრანსფერების გასაკეთებლად თქვენ მხოლოდ 15 მილიონი გაქვთ და ამას დაემატება გაყიდვებიდან შემოსული თანხა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თქვენი "მენეჯერი" საიტზე არ გამოქვეყნდება და შესაბამისად თქვენ გამოეთიშებით ტურნირს!
მონაწილეებო, "მენეჯერების" მიღების ვადა 18 დეკემბრის ღამის 12 საათამდეა!
ვისაც გნებავთ, გისურვებთ წარმატებებს!









