გუნდისთვის შევარჩიე ისეთი ტაქტიკა, სადაც ერთი ფორვარდი გამოკვეთილი იქნება (4-3-2-1).სანამ ფეხბურთელებს ვიყიდიდეთ, გავყიდი: გატუზოს (3.8 მლნ €), ამბროზინის (3,5 მლნ €), ვან ბომელს (3 მლნ €), რობინიოს (22 მლნ €), რომას (0,3 მლნ €), ფლამინის (9,5 მლნ €), ზეედორფს (3 მლნ €), ბონერასა (3,5 მლნ €) და ანტონინის (5 მლნ €), რის შემდეგაც მივიღებ 53,6 მლნ €-ს. ამას + 40 მლნ = 93,6 მლნ €.
მეკარე: მეკარეებიდან ვთვლი, რომ "მილანში" რომას ადგილი არაა, სანაცვლოდ კი "უდინეზეს" სლოვენიელ მეკარეს, სამირ ჰანდანოვიჩს ვიყიდი (11 მლნ €), რომელსაც ძირითადში დავაყენებ. ამით დავასრულებ საწყისი პოზიციის გაძლიერებას.
დაცვა: გავყიდი ბონერასა და ანტონინის. სამაგიეროდ, ვიყიდი "პალერმოს" მცველს, ფედერიკო ბალცარეტის (7,5 მლნ €), რომელიც სათადარიგოთა სკამიდანაც საიმედო იქნება.
ნახევარდაცვა: დამეთანხმებით, რომ ამჟამად "მილანის" სუსტი წერტილი მოედნის ცენტრია. ასე, რომ გავყიდი ზეედორფს, ამბროზინის, ფლამინის, ვან ბომელსა და გატუზოს. მათ ჩავანაცვლებ "ლილის" მარცხენა ნახევარმცველით ედენ აზარით (22,5 მლნ €), "ფიორენტინასა" და "სკუადრა აძურას" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრით, რიკარდო მონტოლივოთი (5 მლნ €), "ევერტონის" პოლიფუნქციური ბელგიელი ნახევარმცველით, მარუან ფელაინით (19 მლნ €). სამივეს გავამწესებ ძირითად შემადგენლობაში, რაც ბევრი გუნდისთვის ხიფათის შემქმნელი იქნება. სათადარიგოთა სკამისთვის კი "იუვეს" ცენტრალურ ნახევარმცველს კლაუდიო მარკიზიოს გავიფორმებ (18 მლნ €).
თავდასხმა: რაც შეეხება თავდასხმას, ვფიქრობ, მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ცვლილებებს მაინც მოვახდენ. გავყიდი რობინიოს (22 მლნ €) იმის გამო, რომ ბევრ რეალურ მომენტს ვერ იყენებს და ვიყიდი "ჯენოას" იტალიელ ფორვარდს ანდრეა კარაჩიოლოს (4,5 მლნ €), რომელიც იბრაჰიმოვიჩს ტრავმების დროს შეცვლის.
ჩემს ხელთ არსებული 93,6 მილიონიდან მომრჩება 16,1 მლნ €, რითიც მილანელოსთან ვილას ვიყიდიდი და მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობას მოვახმარდი ფულს
გუნდის შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ჰანდანოვიჩი, ამელია, აბიატი.
მცველები: მექსე, ნესტა, ტაივო, ძამბროტა, სილვა, დე შილიო, იეპესი, ტაივო, ბალცარეტი.
ნახევარმცველები: ვალოტი, ნოჩერინო, აკვილანი, ემანუელსონი, ბოატენგი, აზარი, ფელაინი, მონტოლივო, მარკიზიო.
თავდამსხმელები: იბრაჰიმოვიჩი, პატო, კასანო, კარაჩიოლო, ინძაგი, ელ შაარავი.
ჩემი "მილანის" სათამაშო სქემა კი შემდეგნაირია:










