მილანის ქართული საიტი » ისტორია » ლეგენდები » ფეხსაცმლის გამყიდველი "მილანიდან"
ინფორმაცია
  • ნახვები: 701
  • ავტორი: Sandro
  • თარიღი: 8-08-2011, 19:39
 (ხმის მიცემა: 3)
8-08-2011, 19:39

ფეხსაცმლის გამყიდველი "მილანიდან"

კატეგორია: ისტორია » ლეგენდები

ფეხსაცმლის გამყიდველი "მილანიდან"არიგო 1946 წლის 1 აპრილს სოფელ ფუსიგანოში დაიბადა, მისი მამა ფეხსაცმელების ქარხნის მმართველი იყო. შეცდომა იქნება, იმის თქმა, რომ საკის მსოფლიოში პირველი სპორტით არ იყო დაინტერესებული. ბავშვობაში იგი მილანის "ინტერის" მატჩებს ესწრებოდა და ამ გუნდს ქომაგობდა. ამ დროს მან ტაქტიკის სხვადასხვა ელემენტები და "სათუთი" თამაში ისწავლა. მაგრამ ამ დროს მამის მხრიდან გებულობდა, რომ მისი მომავალი ფეხსაცმელს უკავშირდებოდა. მშობლებს სურდათ, რომ არიგო მათი ფირმის ბუღალდერი და გამყიდველი გამხდარიყო, რადგან ესმოდათ, რომ შრომისმოყვარე და ტემპერამენტიანი ახალგაზრდა მათ წაადგებოდათ. საკიმ გამოსავალი ვერ მონახა, იგი ერთდროულად ფეხსაცმელების ბიზნესშიც იყო ჩაბმული და ამავდროულად მის საყვარელ საქმიანობას სამოყვარულო კლუბებში ეწეოდა.

ფეხსაცმლის გამყიდველი "მილანიდან"


შანსი მას მწვრთნელად წასვილსა 1977 წელს გაუჩნდა. როდესაც ის "ჩეზენას" ერთ-ერთ ახალგაზრდული ფილიალში დანიშნეს. 1982 წელს იგი მწვრთნელთა სკოლა "კოვერჩიანოში" შევიდა, რომელიც ფლორენციის სამხრეთით მდებარეობს. სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ კლუბ "რიმინიში" დანიშნეს, რომელიც იმ დროს სერია ც-ში გამოდიოდა. მწვრთნელობის ეს ეტაპი მან თავისი სტაბილურობით და კონტაქტურობით გადალახა. შემდეგ იგი "ფიორენტინას" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად დანიშნა. ვერც აქ მიაღწია მან რაიმე წარმატებას და ძალების მოსინჯვა "პარმაში" სცადა, რომელიც მაშინ სერია ც-ში ბურთაობდა. იგი ამ გუნდში 1985 წელს მოვიდა. უკვე სადებიუტო სეზონში მან კლუბს სტიმული მოუტანა და ჩაკარგული გუნდი სერია ბ-ში დააწინაურა. იმ დროინდელი "პარმას" თამაში სილამაზით გამოირჩეოდა, რაც "მილანის" პრეზიდენტს სილვიო ბერლუსკონის მოეწონა და გადაწყვიტა სპეციალისტი "როსონერიში" მოეწვია. გრძნობებს იმ დროისთვის შეიძლებოდა ბევრი რამ გადაეწყვიტა, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ საკის ბავშვობაში გული "ინტერისკენ" მიუწევდა და ამ "ნერიაძურის" გულშემატკივარი იყო.

ამ დროის იტალიის გუნდები "ნაპოლის" სტილში თამაშობდნენ, სადაც დიდი დიეგო მარადონა ასპარეზობდა. ამ დროს საკიმ "მილანში" რევოლუცივური მუშაობა დაიწყო და აირჩია 4-2-2 ტაქტიკა, რომელიც იმ დროის სიმბოლოდ იქცა. ამ სქემის ყველა წევრი მკაცრად იცავდა თავიანთ როლს. მაგალითად, ტასოტი და კოლომბო მარჯვენა ფლანგზე ცდილობდნენ დაცვითი პოზიციების გამაგრებას და შეტევის გამწვავება, ამ დროს კი მარცხენა ფლანგიდან იგივეს ახალგაზრდა მალდინი და ევანი აკეთებდნენ. ხოლო ბარეზი ამ მდგომარეობას აკონტროლებდა. ფეხბურთელი შეიძლება საერთოდ არ ფლობდეს გასაოცარ ტექნიკას, მაგრამ იგი ვალდებულია გუნდთან ერთად იმოქმედოს. ყველა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს ტაქტიკა. ამას სხვანაირად "ტოტალურ კალჩოს" უწოდებენ. ძალიან ბევრმა არ იცის რა სიძნელეებთან არის დაკავშირებული თანმიმდევრული ურთიერთმოქმედება. ყველა ფეხბურთელი ინდივიდუალურია, მწვრთნელმა კი მისი როლი უნდა განსაზღვროს. ამ ყველაფერს არიგო საკი საათებს უთმობდა. "როსონერიში" მუშაობის პირველ წელს მან შეძლო და მოიგო სკუდეტო. ამ დროს გუნდში მარკო ვან ბასტენი თამაშობდა, რომელიც "მილანიში" არიგოსთან ერთად მოვიდა. საკიმ თავისი ფილოსოფიით შეძლო და 8 წლიანი პაუზის შემდეგ "როსონერი" ქვეყნის ჩემპიონი გახადა.

მის გუნდში ყველაფერი სრულყოფიი იყო. ტაქტიკური სქემა, ბრწყინვალე ფიზიკური მომზადება და უნაკლო თამაში როგორც დაცვაში, ასევე თავდამსხმაში. "მილანში" ისტი ვარსკვლავები თამაშობდნენ როგორებიც იყვნენ ანჩელოტი, ვან ბასტენი, რაიკაარი და სხვები. 1989-90 წლებში "როსონერიმ" სკუდეტოსთვის ბრძოლაში "ნაპოლი" დაამარცხა, ხოლო ამას "იუვენტუსთან" კოპა იტალიაც მიაყოლა. ხოლო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში საკის "მილანმა" ვან ბასტენის გოლის წყალობით ჩემპიონთა თასი აღმართა.

ფეხსაცმლის გამყიდველი "მილანიდან"


"მილანში" ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ არიგო საკი იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდა. ისე მოხდა, რომ იტალიელები ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ, პირველი სერიოზული გამოწვევა მუნიდალი იყო, რომელიც მაშინ აშშ-ში იმართებოდა. იმ ჩემპიონატში "სკუადრა აძურამ" ფინალში გააღწია, თუმცა პენალტების სერიაში ფრანკო ბარეზის და რობერტო ბაჯოს გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანების გამო მსოფლიო ჩემპიონობა ბრაზილიას დარჩა.

იტალიაში მოღვაწეობის შემდეგ 1998-99 წლებში საკი მადრიდის "ატლეტიკოს" ჩაუდგა სათავეში. თუმცა ნახევარწლიანი მოღვაწეობის შემდეგ პოსტიდან გაანთავისუფლეს. 2000 წელს საკიმ კომენტატორების გადამზადების კურსი გაიარა და სპორტულ არხ Mediaset-თან კონტრაქტი გააფორმა. მაგრამ უკვე 2001 წელს "პარმას" ჩაუდგა სათავეში, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, არიგო ამ კლუბის სპორტული დირექტორი გახდა. ამ დროისთვის საკი კოორდინატორობას უწევს იტალიის 16-21 წლამდელთა ახალგაზრდულ ნაკრებებს. ამ საქმეს იგი 2010 წლის 4 აგვისტოდან ეწევა.

ახლა გავაანალიზოთ, რატომ არის მისი პერსონა ბუნდოვანი? პირველ, რიგში როდესაც ჩვენ ღიად გამოვხატავთ სიმპატიას პროგრესისადმი, ადამიანი ცხოვრებით მაინც კონსერვატორი რჩება. მან თითქოს თავის დროზე არცერთი ნაბიჯი არ გადადგა. პაოლო მალდინის წიგნიდან ვკითხულობთ: "მისი სწავლება იყო ძალიან საინტერესო და დამქანცველი". არ ესმოდა იმის თუ რატომ აგებდა მისი გუნდი და ამას სიზარმაცეს აბრალებდა. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა ფეხბურთში დაბრუნების სურვილი, თუ მისი გუნდი არაფერს არ მოიგებს. მას კარგი ურთიერთობა ახასიათებს კლუბების პრეზიდენტებთან, ერთ-ერთმა ასეთი რამ განაცხადა: "ვის ავირჩევდი გუნდს თუ საკის? ამ უკანასკნელს". ის იყო თანამედროვე პროფესიონალი, რომელიც მაქსიმალურად ითხოვდა შრომას, როგორც ფეხბურთელებისგან ასევე თავისი თავისგან.
ძვირფასო სტუმარო, თქვენ არ გაქვთ სტუმრის სტატუსის დროს კომენტარის გაკეთების უფლება.
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ გაიარეთ ავტორიზაცია.
<
NIKSONA

3 მარტი 2012 18:44

Information of comment
  • Group: Members
  • ICQ: --
  • Register: 25.02.2012
  • News: 0
  • Comments: 44
:D
wink
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში Guests, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.