მილანის ქართული საიტი » ისტორია » ლეგენდები » იტალიის ნაკრების, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული
ინფორმაცია
  • ნახვები: 1389
  • ავტორი: giga_22milan
  • თარიღი: 5-08-2011, 15:26
 (ხმის მიცემა: 1)
5-08-2011, 15:26

იტალიის ნაკრების, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული

კატეგორია: ისტორია » ლეგენდები

იტალიის ნაკრების, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული მინდა შემოგთავაზოთ "სკუადრა აძურას" ყვლა დროსი საუკეთესო თერთმეტეული, რომელიც football-italia-მ გამოაქვეყნა. იტალიელთა "ოცნების ნაკრები" 5–3–2–ით თამაშობს(როგორც ეს სურათზეა გამოსახული ავტ.) და ასე გამოიყურება.














დინო ძოფი 1963–1983

იტალიის ნაკრების, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული

15 წლის განმავლობაში იტალიის ეროვნული ნაკრების შეუცვლელი მეკარე და კაპიტანი, მას უამრავი ჯილდო აქვს მოგებული, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მსოფლიოს ჩემპიონის და ევროპის ჩემპიონის ტიტულები, მისი საერთაშორისო კარიერაც ისევე მრავალფეროვანია, როგორც ტიტულები. მას ეკუთვნოდა ეროვნული ნაკრების რეკორდი, 112 მატჩი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიუღწეველი იყო, თუმცა ასევე ლეგენდარულმა პაოლო მალდინიმ შეძლო ამ რეკორდის დამხობა. მიუხედავად ამ ფაქტისა, ძოფის ერთი რეკორდი მაინც შემორჩა, რომელიც დღემდე ვერავინ დაამხო, 1143 წუთი გოლის გაუშვებლად, ეს დღემდე უდიდესი მიღწევაა და ჯერაც არ გომეჩენილა კიპერი, რომელიც ამ რიცხვს გადააბიჯებს.



გაეტანო შირეა 1975–1986


იტალიის ნაკრების, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული


ათწლეულის განმავლობაში "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების შეუცვლელი ფეხბურთელი. ლიბეროს განსაკუთრებული მოდელი, შირეა იმ დაცვის და გუნდის ლიდერი იყო, რომელმაც 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო, ასევე იცავდა იმ ტურინის "იუვენტუისის ღირსებას, რომელმაც ჩემპიონთა თასი, თასების მფლობელთა თასი, უეფას თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო. შირეა კარიერის დასრულების შემდეგ "იუვენტუსის" მწვრთნელის ასისტენტი იყო, მაგრამ ტრაგიკული შემთხვევის გამო მხოლოდ და მხოლოდ 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში იტალიის ნაკრებში 78 მატჩი ჩაატარა და 2 გოლით გაიტანა.



კლაუდიო ჯენტილე 1975–1984

იტალიის ნაკრების, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული


ჯენტილე ძირითადად ცენტრალურ მცველად თამაშობდა "იუვენტუსში", მაგრამ "აძურის" რიგებში მას უფრო ხშირად მარჯვენა მცველად ანწესებდნენ, ისიც ათეული წლის მანძილზე იტალიის ნაკრების შეუცვლელი მცველი იყო და შავ სამუშაოს შესრულებაში ბადალი არ ყავდა. იმ ოქროს თაობაში , რომელმაც 1982 წელს იტალიას მსოფლიო თასი მოაგებინეს, რათქმაუნდა ჯენტილეც მოიაზრება, მათი მეთაური პაოლო როსი იყო, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ლეგენდარულ თერთმეტეულში ვერ მოხვდა. ჯენტილე განსაკუთრებით ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 1982 წელს მარადონა მოედნიდან "გააქრო".



ჯიაკინო ფაკეტი 1963–1977

იტალიის ნაკრების, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული


ისეთივე ლეგენდარული მარცხენა, მცველი როგორიც პაოლო მალდინი იყო. მას ეკუთვნის რეკორდი, რომელიც დღემდე ვერავინ დაამხო, ფაკეტიმ 70–ჯერ უკაპიტნა "სკუადრა აძურას", მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში 1968 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი გახლდათ. გარდა შესანიშნავი დაცვითი ფუნქციებისა, რომლებიც მას გააჩნდა, ასევე ის ერთ–ერთი პირველი მცველი იყო, ვინც შეტევაში ჩართვას არ ერიდებოდა. გარდა სანაკრებო კარიერისა, იგი საკლუბო დონეზეც ძალიან კარგად თამაშობდა, "ინტერთან" ერთად მან არაერთი სკუდეტო და 2 ჩემპიონთა თასი მოიგო. სკუადრა აძურაში მან 94 მატჩი ჩაატარა და 3–ჯერ გამოიჩინა თავი.




ფრანკო ბარეზი 1982–1994

იტალიის ნაკრების, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული


იტალიაში ყოველთვის დიდებული მცველები იყვნენ და ბარეზიც არაა გამონაკლისი. ბურთთან შეხების კულტურა და ბრძოლაში უხეშობის გარეშე შესვლა, ეს ის უნიკალური თვისებებია რის გამოც ბარეზი იტალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ბარეზის სანაკრებო კარიერა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდგომ დასრულდა(სადაც მან საშინელი ტრამვა მიიღო), ბარეზი ასევე ბრწყინავდა "მილანშიც" სადაც მან 700–ზე მეტი მატჩი ჩაატარა, მისი სანაკრებო მონაგარი კი ასეთია: 81 თამაშში 1 გოლი.


პაოლო მალდინი 1988–2002

იტალიის ნაკრების, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული


პაოლო სულ სხვა "ხილია", ის არავის გავს, მისი რეკორდები დღემდე საოცნებო და მიუღწეველია, თუ არ ჩავთვლით სანაკრებო რეკორდს, რომელიც ფაბიო კანავარომ დაამხო (136 ჩატარებული მატჩი), მალდინის სანაკრებო კარიერა 2002 წლის კორეა–იაპონიის მსოფლიო თასის შემდეგ დასრულდა. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პაოლოზე ლეგენდები შეითხზა, ყველა ამბობდა რომ იგი გაუვალი იყო, მისი რეპუტაცია დღესაც ძალიან დიდია, იგი მსოფლიოს სამ საუკეთესო მცველთა შორისაა(ფიფას ვერსიით: ბარეზი, ბეკენბაუერი, მალდინი), მალდინის ერთადერთი მინუსი ის იყო რომ ნაკრებთან ერთად საერთაშორისო ჯილდო ვერ მოიპოვა, კლუბში კი მისი მონაგარი მიუღწეველია ყველასათვის, პაოლოს შეეძლო როგორც მარცხენა მცველის, ისე ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში. მან ნაკრებში 126 მატჩში 7 გოლი გაიტანა.




ჯანკარლო ანტონონი 1974–1983

იტალიის ნაკრების, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული


ამდენი შესანიშნავ მცველთან ერთად იტალიას ბრწყინვალე ნახევადაცვაც ყავს, შეუძლებელია იტალიის ნაკრები გაიხსენო და არ გაგახსენდეს ანტონონი, არ გაგახსენდეს ის რასაც მასზე საუბრობდნენ, თითქოს იგი რივერას გვერდით ვერ ითამაშებსო, იგი "ფიორენტიანს" ერთ–ერთი საუკეთესო იტალიელია, რომელსაც კი უთამაშია. მისი დიდი გამარჯვება (ისევე როგორც სხვა იმ დროინდელი ფეხბურთელების ავტ.) 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულია. იგი ერთ–ერთი საუკეთესო საყრდენია, მათ შორის ვინც იტალიას ოდესმე ყოლია. მისი მონაგარი: 73 მატჩი, 7 გოლი.




ჯანი რივერა 1962–1974

იტალიის ნაკრების, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული


"მილანის" სიმბოლო, რივერა ყველაზე მოხდენილი ფეხბურთელია, მათ შორის ვინც კი იტალიას ოდესმე ყოლია, რივერამ 1968 წლის იტალიელებთან ერთად მოიგო ევროპის ჩემპიონატი, იგი სანდრო მაცოლასთან ერთადიტალიელ "ტრეკვარტისებს" შორის საუკეთესო იყო, ჯანის შეეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაც, მაგრამ 1970 წლის ფინალში იტალია დამარცხდა. როცა ვახსენებთ რივერას შეუძლებელია მის გვერდით მაცოლაც არ გავიხსენოთ, ეს ორი ფეხბურთელი (ერთი "მილანელი" და მეორე "ინტერელი") ყოველთვის დიდ ძალას ქმნიდნენ იტალიის ნაკრებში. მისი მონაგარი ასეთია: 60 თამაში, 14 გოლი.




ბრუნო კონტი 1980–1984

იტალიის ნაკრების, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული


ბრუნოს შესაძლოა ამ გუნდის წევრთაგან ყველაზე ცოტა მატჩი აქვს გამართული, მაგრამ "რომას" ლეგენდას მიერ ჩატარებული ყველა მატჩი დასამახსოვრებელი და მოსაგონარია. კონტი ფლანგზე შესანიშნავად თამაშობდა, იგი აწ უკვე ხსენებული "ოქროს ბიჭების" გვერდით იდგა და მათ წარმატებაში დიდი წვლილიც შეჰქონდა, მისი ერთადერთი საერთაშორის ჯილდო 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატია. კონტის მონაგარი კი ასეთია: 47 თამაში, 5 გოლი.




რობერტო ბაჯო 1988–2004

იტალიის ნაკრების, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული


რობერტო 90–იანი წლების იტალიური ფეხბურთის ნამდვილი აღმოჩენა და ნამდვილი ჯადოქარი იყო. ბაჯოს ხსენებაზე ყველას ის დასანანი ფაქტი ახსენდება, რომელიც მას 1994 წელს გადახდა, ბაჯომ მთელი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში იტალიის ნაკრები "ზურგით ათრია", სამწუხარო კი ისაა რომ სწორედ მან ვერ მოახერხა ფინალში გადამწყვეტი პენალტის გატანა. ბაჯო უნიკალურია თავის საკლუბო კარიერითაც, მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი არსებობს ვისაც სამ იტალიურ გიგანტში აქვს ნათამაშები და მათ შორისაა ბაჯოც, ბაჯოს ევროპის ჩემპიონატზე არასოდეს უთამაშია, რობერტო უამრავი ინდივიდუალური ჯილდო აქვს მოპოვებული მათ შორის კი ყველაზე მწარედ გასახსენებელი 1994 წლის ვერცხლის ბუცი და ვერცხლის ბურთია. მისი მონაგარი კი ასეთია, 56 თამაში 27 გოლი.




ჯიჯი რივა 1965–1974

იტალიის ნაკრების, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული


იტალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბადირი, მიუხედავად გოლის არაჩვეულებრივი ალღოსი რივა მაინც არ იყო ტიპიური ცენტრ–ფორვარდი, იგი "კალიარის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, ჯიჯი საშუალოდ 3 თამაშში 2 გოლს იტანდა და სწორედ ამიტომაცაა მისი შედეგი განუმეორებელი, რივამ იტალიის ნაკრებთან ერთად მოიგო 1968 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს და 1970 წლის მსოფლიო თასის ვერცხლის მედლები. რივას 42 თამაშში 35 გოლი აქვს გატანილი


football-italia.net
ძვირფასო სტუმარო, თქვენ არ გაქვთ სტუმრის სტატუსის დროს კომენტარის გაკეთების უფლება.
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ გაიარეთ ავტორიზაცია.
<
zoroastri

22 ოქტომბერი 2011 16:31

Information of comment
  • Group: Members
  • ICQ: evaliza22
  • Register: 22.10.2011
  • News: 0
  • Comments: 1
kai sastavia:) iuliano akliat dacvaSi
<
cotne_rosoneri

3 ნოემბერი 2011 18:49

Information of comment
  • Group: Members
  • ICQ: rosoneri1889
  • Register: 13.05.2011
  • News: 0
  • Comments: 84
rossi akliat... boninsenia... meazza... del piero... da imedia ar damdzraxavt tu vityvi ro pirloc da kanavaroc
<
George21

17 ნოემბერი 2011 18:47

Information of comment
  • Group: Members
  • ICQ: Styfler117
  • Register: 16.11.2011
  • News: 0
  • Comments: 22
magari sastavia tan dzalian :D
<
juveman

21 ნოემბერი 2011 23:52

Information of comment
  • Group: Members
  • ICQ: --
  • Register: 12.05.2011
  • News: 0
  • Comments: 94
martlac rom sauketesoa nu exla ragac koreqcias shevitandi, magram es mxolod chemi subieqturi azri iqneboda
Prev Next
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში Guests, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.