მილანის ქართული საიტი » ისტორია » ლეგენდები » "მამაცი გული" იგივე რინო გატუზო
ინფორმაცია
  • ნახვები: 932
  • ავტორი: ACM-PLunGeRa
  • თარიღი: 29-07-2011, 17:06
 (ხმის მიცემა: 1)
29-07-2011, 17:06

"მამაცი გული" იგივე რინო გატუზო

კატეგორია: ისტორია » ლეგენდები

"მამაცი გული" იგივე რინო გატუზოჯენარო ივან გატუზო კორელიანო კალაბროში დაიბადა, მისი მამა ფეხბურთს თამაშობდა მოყვარულის დონეზე, პროფესიით კი დურგალი იყო. შვილს ფეხბურთის ფორმა პირველად 4 წლის ასაკში უყიდა. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა და ბუცებისთვის საყიდელი ფული ხშირად არ ჰქონდათ, ამიტომ რინო სკოლას აცდენდა, რომ საჭირო თანხა შეეგროვებინა. კალაბროში შეუძლებელი იყო ფეხბურთელი განვითარებულიყო, ამიტომ 12 წლის გატუზო "პერუჯაში" გადავიდა. იქაურ სკოლაში თავისი შესაძლებლობები გამოავლინა და მალე "ალევის" ახალგაზრდულ გუნდში ჩარიცხეს.


რეინჯერსი

გატუზოს 16 წლის ასაკში დებიუტი ჰქონდა სერია ბ-ში, ერთი წლის შემდეგ კი უკვე სერია ა-ში ითამაშა. 1997 წელს 19 წლის ასაკში იგი "პერუჯამ" შოტლანდიურ "რეინჯერსს" მიჰყიდა. იმ დროს გლაზგოურ კლუბს უოლტერ სმიტი წვრთნიდა. ის შესანიშნავ კარიერას უწინასწარმეტყველებდა გატუზოს, ენდობოდა მას და ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა. რინომ შოტლანდიაში შესანიშნავი წელი გაატარა, გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი გახდა, სწორედ სკოტებმა შეარქვეს ”მამაცი გული”. მისი მებრძოლი ხასიათი ყველას აღაფრთივანებდა. "რეინჯერსის" შემადგენლობაში ერთი სეზონის განმავლობაში 7 გოლი გაიტანა, რაც მის პირად რეკორდად რჩება. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე სკოტი "ევერტონში" გადავიდა, "რეინჯერსის" გაწვრთნა კი დიკ ადვოკაატს დაავალეს. ახალმა მწვრთნელმა იტალიელი ნახევარმცველი მარცხენა მცველად გაამწესა, რინო პოზიციის შეცვლამ და უთამაშებლობამ აღაშფოთა და გლაზგოდან წასვლა გადაწყვიტა. ბევრი შეთავაზება ჰქონდა პრემიერ ლიგის გუნდებიდან, თუმცა მან სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. გატუზო "სალერნიტანაში" გადავიდა. იმ დროს კლუბი სერია ა-ში გამოდიოდა და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა. რინოს როგორც ვარსკვლავს, ისე შეხვდნენ. რინოც ძალიან ეცადა, მაგრამ გუნდი სერია ბ-ში დაქვეითებისგან ვერ იხსნა. ჯენაროც "მილანს" მიყიდეს.

"მამაცი გული" იგივე რინო გატუზო


მილანი

"როსონერის" ნახევარმცველის შეძენა 8 მილიონი ევრო დაუჯდა. 1999 წელს გატუზოსთან ერთად კლუბში გადავიდა ანდრეი შევჩენკოც.

“პირველად ტურატის ქუჩაზე გავიარე, შემდეგ "მილანელოში" მივედი და დავათვალიერე მუზეუმი, როცა შევხედე სურათებს და თასებს, მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. აქ გავიცანი ფეხბურთელები, რომლებიც ითვლებიან ლეგენდებად: პაოლო მალდინი, სებასტიანო როსი და დემეტრიო ალბერტინი. მომინდა მათ შორის ერთ-ერთი გავმხდარიყავი,”- იხსენებს გატუზო.

"მამაცი გული" იგივე რინო გატუზო


"მილანმა" 2003 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ჩემპიონის ტიტული "როსონერიმ" პენალტების სერიაში გამარჯვებით მოიპოვა. ლიგის თასს ევროპის სუპერთასიც დაამატეს. მომდევნო წელს "მილანელები" სერია ა-ს ჩემპიონებიც გახდნენ, მოიგეს იტალიის თასიც. რინოს მოედანზე განსაკუთრებული სული შეაქვს, ყოველი სანტიმეტრისთვის იბრძვის და მისი შემართება თანაგუნდელებზეც გადადის, ხშირად ჩადის დაცვაში, საჭიროების შემთხვევაში თავდასხმასაც ეხმარება.

"მამაცი გული" იგივე რინო გატუზო

გატუზომ 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩში იმ დროისთვის "აიაქსის" ფეხბურთელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ხელი გაარტყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს. ყოფილა მომენტიც, როდესაც კარლო ანჩელოტიმ რინოს შეცვლა გადაწყვიტა, თუმცა თავად ფეხბურთელს არ სურდა მოედნიდან გასვლა, მწვრთნელი იძულებული გახდა გატუზოს ნაცვლად ზეედორფი შეეცვალა. რონი არაორდინალურად აღნიშნავდა მნიშვნელოვან გოლებს - გახარებული ანჩელოტისთან მირბოდა და სახეში ”უტყაპუნებდა”.

გატუზო "მილანთან" ერთად კიდევ გავიდა ფინალში 2005 წელს, მაგრამ ამჯერად მათ ვერ მოიგეს ძირითადი დრო 3-3 დამთავრდა, დამატებით დროში არაფერი შეცვლილა, პენალტების სერიაში კი "ლივერპულმა" მოიგო. 2007 წელს "მილანი" კიდევ გავიდა ფინალში მეტოქე "ისევ" ლივერპული იყო, "მილანელებმა" რევანშის აღება შეძლეს.

"მამაცი გული" იგივე რინო გატუზო




"მამაცი გული" იგივე რინო გატუზო


2008 წლის 7 დეკემბერს იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "კატანიას" წინააღმდეგ გატუზო დაშავდა, თუმცა მატჩი ბოლომდე ჩაატარა. შემდგომმა გამოკვლევება კი აჩვენა რომ მას სერიოზული ტრავმა ჰქონდა მიღებული. მას ოპერაცია გაუკეთს და კლუბმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რინო 6 თვეს დაისვენებდა. რინო კლუბს მაისში დაუბრუნდა და "იუვენტუსის" წინააღმდეგ ითამაშა კიდეც.

"მამაცი გული" იგივე რინო გატუზო


გატუზოს მალდინი ყოველთვის აღაფრთოვანებდა და არ მალავდა, რომ სურდა მისი წასვლის შედეგ კაპიტნის სამკლაური ეტარებინა და მასავით დიდხანს ეთამაშა მილანში. თუმცა კაპიტნად მასიმო ამბროზინი აირჩიეს, რინოს კი ვიცე-კაპიტნობა ერგო. გატუზომ გუნდი რამდენჯერმე გაიყვანა მოედანზე. კაპიტნობის დებიუტი არც ისე კარგი გამოდგა. თამაში ახალი დაწყებული იყო რომ რინოს უკვე ორი ყვითელის გამო მოედნის დატოვება მოუწია, სტადიონზევე უყვირა მწვრთნელ ლეონარდოს - არშეცვლას საყვედურობდა. საქმე იმაშია, რომ გაძევებამდე ცოტა ხნით ადრე გატუზომ მწვრთნელს ანიშნა რომ შეცვლა უნდოდა, ლეონარდომაც სხვა ფეხბურთელი მოამზადა, თუმცა სანამ შეცვლა მოხდებოდა, რინომ მეორე ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და თამაში დატოვა.



2010 წელს ახალი სეზონი "მილანმა" ახალი ფეხბურთელებითა და მწვრთნელით დაიწყო. გატუზო კვლავ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად დარჩა და გუნდსაც არაერთხელ უკაპიტნა. საკუთარ სტილს არც ამჯერად უღალატა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ინგლისურ "ტოტენჰემთან" სან სიროზე გამართული მატჩისას რინომ მეტოქის ერთ-ერთ მწვრთნელთან მოედანზე იჩხუბა და რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. "მილანი" შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.

"მამაცი გული" იგივე რინო გატუზო




"მილანმა" და გატუზომ ლიგისაგან განსხვავებით წარმატებას ქვეყნის ჩემპიონატში მიაღწიეს. გატუზომ და მისმა თანაგუნდელებმა სკუდეტო სერია ა-ს დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვეს.

"მამაცი გული" იგივე რინო გატუზო




იტალიის ნაკრები

პირველ გუნდში გამოჩენამდე ჯენარო ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, მის შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. უკვე 2000 წლიდან კი ძირითადი ნაკრების უცვლელი ფეხბურთელი გახდა. გატუზომ აძურას შემადგენლობაში 70 შეხვედრა ჩაატარა. მონაწილეობა მიიღო 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოს 2002 და 2006 წლის ჩემპიონატებზე, ევროპის 2004 და 2008 წლის ჩემპიონატზე, 2009 წლის კონფედერაციის თასზე. თუმცა წარმატებას მხოლოდ 2006 წელს მიაღწია.

სკუადრა აძურას მაშინდელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ნდობა გამოუცხადა გატუზოს და გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო როგორც შესარჩევ შეხვედრებში, ისე ჩემპიონატის განმავლობაში. ნახევარდაცვაში კლუბის მსგავსად ანდრეა პირლოს დაუწყვილდა. ამ მილანურმა ტანდემმა გულშემატკივარს იმედები არ გაუცრუა. მეოთხედფინალში იტალია უკრაინას დაუპირისპირდა, იმ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ გატუზო დააასახელეს.

"მამაცი გული" იგივე რინო გატუზო


ფინალში აპენინელები ფრანგებს დაუპირისპირდნენ. აძურამ პენალტების სერიით მოუგო მეტოქეს. მატჩის
შემდგომი ზეიმის დროსაც გამოირჩა გატუზო. შორტები გაიხადა და საცვლის ამარა დარბოდა მოედნის გარშემო. თუმცა ფიფას წარმომადგენლებმა აუძულეს სათანადოდ შემოსილიყო.

"მამაცი გული" იგივე რინო გატუზო


ტიტულები

საკლუბო

სერია ა: 2004, 2011
იტალიის თასი: 2003
იტალიის სუპერთასი: 2004
უეფას ჩემპიონთა ლიგა: 2003, 2007
უეფას სუპერთასი: 2003, 2007
ფიფას საკლუბო ჩემპიონატი: 2007

იტალიის ნაკრები

მსოფლიო ჩემპიონი: 2006
ევროპის ჩემპიონი 21 წლამდე ახალგაზრდებს შორის: 2000

ინდივიდუალური

შედის მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში
შედის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში
ძვირფასო სტუმარო, თქვენ არ გაქვთ სტუმრის სტატუსის დროს კომენტარის გაკეთების უფლება.
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ გაიარეთ ავტორიზაცია.
<
RocDialm

27 აგვისტო 2011 06:00

Information of comment
  • Group: Members
  • ICQ: --
  • Register: 4.08.2011
  • News: 0
  • Comments: 12
<
KyrDialm

29 აგვისტო 2011 16:24

Information of comment
  • Group: Members
  • ICQ: --
  • Register: 2.08.2011
  • News: 0
  • Comments: 11
<
DonDialm

30 აგვისტო 2011 09:00

Information of comment
  • Group: Members
  • ICQ: --
  • Register: 31.07.2011
  • News: 0
  • Comments: 10
<
YDialm

5 ოქტომბერი 2011 17:34

Information of comment
  • Group: Members
  • ICQ: --
  • Register: 28.08.2011
  • News: 0
  • Comments: 10
<
toVebra

31 დეკემბერი 2011 21:56

Information of comment
  • Group: Members
  • ICQ: --
  • Register: 26.12.2011
  • News: 0
  • Comments: 9

--------------------

Prev Next
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში Guests, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.