ანდრეი მიკოლაიოვიჩ შევჩენკო, უკრაინაში 1976 წლის 29 სექტემბერს დაიბადა, იგი ამჟამად კიევის "დინამოს" და უკრაინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელია. ანდრეი ევრო ასპარეზზე ბომბარდირთა დავაში მესამე ფეხბურთელია ფილიპო ინძაგის და რაულ გონსალეს ბლანკოს შემდეგ. მას 67 გოლი აქვს გატანილი. ანდრეი ასევე ყველა დროის საუკეთესოა "დერბი დელა მადონინას" გატანილი გოლების მიხედვით, მის ანგარიშზე 14 გოლია, ხოლო გასულ წელს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, როდესაც კიევის "დინამო" "ინტერს" ეთამაშებოდა, შევჩენკომ მე-15 გოლი გაუტანა "ნერიაძურის".პირველი ნაბიჯები:
შევჩენკო ცხრა წლის იყო, როდესაც ჩერნობილის ბირთვული კატასტროფა მოხდა. მისი სოფელი ამ კატასტროფას შეეწირა და ისინი იძულებულები გახდნენ სხვაგან დასახლებულიყვნენ. მიუხედავად ამისა, იგი ადრეული ასაკიდან უკრაინის საბავშვო ლიგაში თამაშობდა. ამის შემდეგ საბოლოოდ ანდრეიმ ცხოვრების მეგზურად ფეხბური აირჩია.
საკლუბო კარიერა:
კიევის "დინამო"

კიევის "დინამო"

1986 წელს, შევჩენკომ კიევის სპორტულ სკოლაში დრიბლინგ-ტესტი ვერ ჩააბარა, მაგრამ მიუხედავად ამისა კიევის "დინამოს" სკაუტებს შევას ნიჭი არ გამოპარვიათ და საბოლოოდ გუნდში მიიწვიეს. ოთხი წლის შემდეგ ანდრეი "დინამოს" 14 წლამდელთა გუნდში თამაშობდა, მისი პირველი წარმატება იან რუშის თასი იყო(ახლა უელსის სუპერ თასი). იგი ამ ტურნირის ბომბარდირი გახდა.
საბოლოოდ ანდრეიმ ამ გუნდში 1994-დან 1999 წლამდე დაჰყო. ჩაატარა 117 შეხვედრა და 60 გოლიც გაიტანა. ყველაზე დასამხსოვრებელი "დინამოში" ალბათ "ბარსელონას" წინააღმდეგ პირველ ტაიმში შესრულებული ჰეთრიკი იყო, საბოლოოდ უკრაინელებმა ის თამაში 4-0 მოიგეს.
"მილანი"


1999 წელს ანდრეი შევჩენკო 25 მილიონი დოლარის სანაცვლოდ იტალიურ "მილანში" აღმოჩნდა. მისი დებიუტი 28 აგვისტოს "ლეჩეს" წინააღმდეგ შედგა. მიშელ პლატინის, გუნარ ნორდალის, ჯონ ჩარლსის, ისტვან ნიერსის და ფერენც ჰირზერსის შემდეგ შევა მეექვსე უცხოელი ფეხბურთელია, რომელიც სადებიუტო სეზონში სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ანდრეიმ 32 მატჩში 24 გოლი გაიტანა. შევჩენკომ შესანიშნავი ფორმა 2000-01 სეზონშიც შეინარჩუნდა და 34 მატჩში 24 გოლი გაიტანა. ანდრეი ჩემპიონთა ლიგაზეც საუცხოო შედეგს აჩვენებდა, 9 გოლი 14 თამაშში. თუმცა, იმ წელს "მილანი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა.
შემდეგ სეზონში შევამ სერია ა-ში მხოლოდ 5-ჯერ გაიტანა, რაც ძირითადად ტრავმების ბრალი იყო. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის გატანა მაინც მოახერხა, იმ გოლის, რომელმაც "მილანს" მე-6 ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. თავის მხრივ ანდრეი შევჩენკო პირველი უკრაინელი გახდა, რომელმაც ეს ტიტული მოიგო. 2003-04 სეზონში იგი კვლავ შეუჩერებელი იყო და 32 მატჩში 24 გოლი გაიტანა, რამაც "როსონერის" სკუდეტო, ხოლო ანდრეის ბომბარდირობა მოუტანა. მან ასევე გამარჯვების გოლი გაიტანა "პორტუსთან" სუპერ თასზე, ეს მატჩი 2004 წლის აგვისტოში გაიმართა. მან 3 გოლი გაიტანა "ლაციოსთან", რამაც "მილანს" კიდევ ერთი ტიტული იტალიის სუპერ თასი შემატა. ოლეგ ბლოხინის და იგორ ბელანოვის შემდეგ ანდრეი შევჩენკო მესამე უკრაინელი ფეხბურთელია, რომელიც ფიფამ საუკეთესო აღიარა. ანდრეი ფიფამ ასევე საუკეთესო 100 ფეხბურთელში შეიყვანა.
2004-05 სეზონში ანდრეი კვლავ იტანდა გოლებს, ამჯერად მან სერია ა-ში თავი 17-ჯერ გამოიჩინა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მან თავისი ისტორია დაწერა. 2005 წლის 23 ნოემბერს მან "ფენერბახჩესთან" 4 გოლი გაიტანა და მარკო ვან ბასტენის, სიმონე ინძაგის, დადო პრშოს და რუუდ ვან ნისტერლოის შემდეგ მეხუთე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩი ოთხი გოლი გაიტანა, ამ რეკორდის განმეორება გასულ წელს ლიონელ მესიმ მოახერხა, მან "არსენალის" წინააღმდეგ შეასრულა პოკერი. თუ 2003 წელს შევას პენალტით "მილანმა" ლიგა მოიგო, 2005 წელს ანდრეის თერთმეტმეტრიანით "მილანმა" ლიგის მოგების შანსი ხელიდან გაუშვა. მისი ბოლო "მილანური" გოლი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალური მატჩში "ლიონის" წინააღმდეგ გავიდა, ეს თამაში "როსონერიმ" საბოლოოდ 3-1 მოიგო. შევამ "ბარსასაც" გაუტანა, თუმცა მარკუს მერკის "შესანიშნავი" გადაწყვეტილების შემდეგ ეს გოლი არ ჩაითვალა და "ბლაუგრანამ" ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ამის მიუხედავად იმ წელს ანდრეი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი მაინც გახდა. მან 12 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა.
2006 წლის 8 თებერვალს "ტრევიზოსთან" გატანილი გოლის წყალობით გუნარ ნორდალის შემდეგ ის "მილანის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შევამ "მილანში" შვიდი დაუვიწყარი სეზონი ჩაატარა და 296 თამაშში 173 გოლი გაიტანა.
"ჩელსი"


ანდრეის კარიერა ლონდონში ვერ აეწყო. ნაწილობრივ ეს ფერნანდო ტორესის ისტორიასაც გავს, რომელიც ამ ზამთარში "ლივერპულიდან" "არისტოკრატებში" 55 მილიონად გადავიდა და სანაცვლოდ რომან აბრავმოვიჩს "ბლექპულის" წინააღმდეგ 90 წუთზე გატანილი გოლი შერჩა.
2006–09 წლამდე შევამ "ჩელსიში" 47 თამაში ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა, რამდენიმე წლის წინ კი იმავე შევჩენკოს 32 მატჩში 24 გოლი ჰქონდა გატანილი.
არენდით "მილანში"


ანდრეის ბოლო გაბრძოლება ევროპაში "მილანში" დაბრუნება იყო, თუმცა "ჩელსიში" ფორმადაკარგულმა შევჩენკომ თავდასხმაში პატოს, კაკას, რონალდინიოს და ინძაგის კონკურენცია ვერ გაუწია და სათადარიგოთა სკამზე მოუწია ჯდომა. სერია ა-ში არცერთი გოლი, ხოლო უეფას თასზე და კოპა იტალიაზე თითო-თითო, ეს 2009/2010 წლებში შევას მონაგარია.
კიევის "დინამო"


ვეტერანი შევჩენკო დიდი სიხარულით მიიღეს იმ გუნდში, სადაც კარიერა დაიწყო. 2009 წლიდან დღემდე "დინამოში" მან 39 თამაში ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. ყველაზე დასამახსოვრებელი კი ალბათ ჟულიო სეზარის კარში გატანილი გოლია, რომელიც მან 2009 წელს ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.
პირადი ცხოვრება


შევჩენკო ამერიკელ მოდელზე კრისტენ პაზიკზეა დაქორწინებული. მათ ორი შვილი ჯორდანი და კრისტიანი ჰყავთ. ჯორდანის ნათლია "მილანის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონია.
ტიტულები
საკლუბო ტიტულები:
კიევის "დინამო"
უკრაინის ჩემპიონატი: 1995, 1996, 1997, 1998, 1999
უკრაინის თასი: 1996, 1998, 1999
უკრაინის სუპერ თასი: 2011
CIS თასი: 1996, 1997, 1998
"მილანი"
სერია ა: 2003–04
კოპა იტალია: 2003
იტალიის სუპერ თასი: 2004
უეფას ჩემპიონთა ლიგა: 2003
უეფას სუპერ თასი: 2003
"ჩელსი"
ინგლისის ასოციაციის თასი: 2007
საფეხბურთო ლიგის თასი: 2007
ინდივიდუალური ტიტულები:
უკრაინის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 1997, 1999, 2000, 2001, 2004, 2005
უკრაინის ჩემპიონატის ბომბარდირი: 1999
უეფას ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი: 1998–99, 2005–06
უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი: 1999
სერია ა-ს საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი: 2000
სერია ა-ს ბომბარდირი: 1999-00, 2003-04
ოქროს ბურთი: 2004
Golden Foot: 2005
უკრაინის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი
დერბი დელა მადონინას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 14 გოლი
ფიფა 100









